ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დღეს, 15:00 საათზე რექტორის სტიპენდიატი გამოვლინდა.
თსუ-ს, პრ-ის სამსახურის უფროსის განცხადებით, სტიპენდიანტი, სავუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტი, მარიამ გულდიანი გახდა.
”შეიქმნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისია, რომელსაც რექტორის მოადგილე, აკადემიკოსი ლევან ალექსიძე ხელმძღვანელობდა და გამოვლინდა მაღალი აკადემიური მოსწრებითა და სხვადასხვა კრიტერიუმებით, ეს არის მარიამ გულდიანი – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, ეკოლოგიის მიმართულების სტდუენტი”, – აღნიშნა ნანა მამაგულაშვილმა.
გიორგი ურუშაძე