სუპერლიგას ტექნიკურ სპონსორობას ტექნიკის სახლი „ოქეი“ გაუწევს.
6 მარტს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ურთიერთთანამშრომლობის 1-წლიან მემორანდუმს ხელი კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, მიხეილ გაბრიჩიძემ და „ოქეის“ მმართველმა პარტნიორმა ბაადურ კოპლატაძემ მოაწერეს.
მხარეებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
ბაადურ კოპლატძე: ჩვენთვის დიდი პატივია კალათბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობა, არამხოლოდ ეროვნული ნაკრების სუპერლიგის მხარდაჭერაც საჭიროა, ქვეყანაში კალათბურთის განვითარებისთვის. „ოქეი“ კალათბურთის ფედერაციას ტექნიკური საკითხების მოგვარებაში დაეხმარება.
მიხეილ გაბრიჩიძე: კალათბურთის ეროვნული ნაკრების განვითრაების საფუძველი სუპერლიგის განვითარებაა. აუცილებელი ციფრული ტექნიკით კომპანია „ოქეი“ მხარში დაგვიდგა. მათი დახმარებით სუპერლიგას გავმართავთ. ასევე „ოქეი“ საიტის ტექნიკურ მხარესაც უზრუნველჰყოფს.
ხატია ცარციძე