საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისთვის, ჩეხეთის ცენტრი თბილისში და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, აცხადებენ ესეების კონკურსს, სახელწოდებით „ვაცლავ ჰაველი 90“.
კონკურსი ვაცლავ ჰაველის დაბადების 90-წლისთავს ეძღვნება და მისი თემაა – „შესაძლებელია თუ არა სიმართლეში ცხოვრება ინფორმაციული ხმაურის ეპოქაში?“
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
- კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა უნივერსიტეტის, ნებისმიერი სპეციალობისა და საფეხურის სტუდენტს;
- ესე უნდა იყოს ქართულ ენაზე. ფორმატი თავისუფალია (შესაძლებელია იყოს როგორც აკადემიური, ისე შემოქმედებითი);
- ნაშრომის მოცულობა: 9 000-დან 18 000-მდე სიმბოლო (5-10 გვერდი);
- წყაროების ციტირებისას გამოყენებული უნდა იყოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური სტილი;
- სტუდენტმა აუცილებლად უნდა განაცხადოს ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენების ან არგამოყენების შესახებ;
- კონკურსანტმა ესე უნდა გაგზავნოს ჩეხეთის ცენტრის ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]
ნაშრომების წარდგენის ბოლო ვადა 15 მაისია.
შეფასების კრიტერიუმები და ჟიური
ესე შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
- სტრუქტურა (შესავალი, ძირითადი სათქმელი, დასკვნა);
- არგუმენტაციის განვითარება და პრობლემის გადაწყვეტის მცდელობა;
- თემაზე ფოკუსირება;
- ფაქტობრივი სიზუსტე;
- სტილისტური გამართულობა და მართლწერა.
ნაშრომებს შეაფასებს ჟიური, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორი პროფესორისა და მწერლისგან შედგება.
ჯილდოები
- I ადგილი: სტუმრობა პრაღაში და ვაცლავ ჰაველის ბიბლიოთეკის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა;
- II ადგილი: წიგნის სახლ „ლიგამუსის“ 300-ლარიანი ვაუჩერი;
- III ადგილი: წიგნის სახლ „ლიგამუსის“ 200-ლარიანი ვაუჩერი.
გამარჯვებულები ასევე მიიღებენ ოფიციალურ მიწვევას საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს მიღებაზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს




