„საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში“ – განაცხადების მიღება დაიწყო

კონკურსები

ახალგაზრდობის სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს – „საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში“.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 18-29 წლის (კონკურსის დასრულებამდე კანდიდატის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 29 წელს) საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც მიღებული აქვს სრული ზოგადი განათლება და არ ყოფილა შერჩეული გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლად.

გამარჯვებულს შესაძლებლობა ექნება:

  • დაფინანსდეს 30 000 ლარით და მიენიჭოს ერთწლიანი მანდატი;
  • გაემგზავროს ამერიკის შეერთებულ შტატებში და მონაწილეობა მიიღოს გაეროს გენერალური ასამბლეის სოციალურ-ეკონომიკური საბჭოს ახალგაზრდულ ფორუმში;
  • გაეროში, ახალგაზრდა ელჩების ინსტიტუტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა რეზოლუციისა და დეკლარაციის შემუშავებაში;
  • ქართველ ახალგაზრდებს გაუზიაროს ცოდნა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისა და გაეროში მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესების შესახებ და სხვ.

კონკურსის მონაწილე კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • თავისუფლად ფლობდეს ქართულ და ინგლისურ ენებს (წერა და საუბარი);
  • იცნობდეს საკონკურსო თემატიკას;
  • იცნობდეს ახალგაზრდულ სფეროში მიმდინარე პროცესებს და ჰქონდეს ინფორმაცია ახალგაზრდობის სააგენტოს, საქართველოში გაეროს წარმოდგენილი სტრუქტურების, ახალგაზრდებთან მომუშავე ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ.

საკონკურსო განაცხადების მიღება 2026 წლის 27 თებერვალს დაიწყო და 10 მარტის ჩათვლით გაგრძელდება ელექტრონულ ფოსტაზე – [email protected]

იხილეთ: საკონკურსო პირობები და დეტალური ინფორმაცია

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები