თუ ხართ 18-25 წლის თბილისში მცხოვრები ახალგაზრდა, მაშინ ეს სიახლე დაგაინტერესებთ. ემოციური ინტელექტის განვითარების მხარდაჭერისა და თვითრეალიზების ხელშეწყობის მიზნით, 2026 წლის 24 თებერვლიდან 28 თებერვლის შუალედში, ზამთრის ახალგაზრდული ბანაკი – „ემოციური ინტელექტი“ ჩატარდება.
თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის ცნობით, ბანაკის ფარგლებში ახალგაზრდები გაეცნობიან შემდეგ თემებს:
- თვითშეგნება – საკუთარი ემოციების, რეაქციებისა და მოტივების გაცნობიერება;
- თვითმენეჯმენტი – ემოციების ნავიგაცია ახალ ნორმაში;
- თვითრეგულაცია – ემოციების მართვა და სტრესთან გამკლავება;
- შინაგანი მოტივაცია – მიზნებისკენ სწრაფვა და ოპტიმიზმი;
- ბალანსის დაცვა – ქმედებების და ცნობიერების შესაბამისობა;
- ემპათია – სხვების ემოციების წაკითხვა, გაგება და შესაბამისი რეაგირება;
- სოციალური უნარები – დამარწმუნებელი კომუნიკაცია, თანამშრომლობა და კონფლიქტების მართვა;
- წარმატება – გაუმჯობესების უსასრულო მცდელობა და პროგრესის გაზომვა.
ბანაკი დაბა ბაკურიანში ჩატარდება. მასში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა, 10 თებერვლის 00:00 საათამდე გაიაროთ რეგისტრაციის პროცესი, რომელიც ორ კომპონენტს მოიცავს:
რეგისტრაცია – პროექტზე მონაწილეობის მოთხოვნის გამოგზავნა ვებსაიტის Youthtbilisi.ge-ს მეშვეობით (ღილაკზე „დარეგისტრირდი მონაწილედ“ დაკლიკებით).
სამოტივაციო წერილი – მოთხოვნის გამოგზავნის შემდეგ კანდიდატებმა 10 თებერვლის 23:59 საათამდე უნდა გადმოაგზავნონ სამოტივაციო წერილი 200 სიტყვის მოცულობით ელ-ფოსტაზე: [email protected] (Subject line: სახელი, გვარი, ზამთრის ახალგაზრდული ბანაკი – „ემოციური ინტელექტი“).
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს




