რამდენი ათასი პროფესორი და ასოცირებული პროფესორი ასწავლის სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში – საქსტატის უახლესი მონაცემები

სტუდZona

საქართველოს მთავრობის უმაღლესი განათლების რეფორმით უნივერსიტეტებში საკადრო პოლიტიკის ცვლილებაც დაანონსებულია, თუმცა რომელ ეტაპზე, ჯერ არ ვიცით. ამ ფონზე, საინტერესოა, როგორია პროფესორ-მასწავლებლების გადანაწილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

„სრულ განაკვეთზე მომუშავე სრული პროფესორის მინიმალური ანაზღაურება უნდა იყოს 10 ათასი ლარი, რასაც უნდა დაემატოს ჰონორარები“

2024-2025 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულ პროფესორ/მასწავლებელთა საერთო რაოდენობის 58% ქალი, შესაბამისად, 42% კაცი იყო. ამის შესახებ საუბარია უახლეს ანგარიშში, სახელწოდებით „ქალი და კაცი საქართველოში 2025“, რომელიც საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მიმდინარე წლის ნოემბერში გამოაქვეყნა.

რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს, საქსტატის ცნობით, აქ მონაცემები შემდეგნაირად ნაწილდება: ქალი – 60%, კაცი – 40%.

ანგარიშში ასევე საუბარია სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროფესორ-მასწავლებელთა სქესის მიხედვით კიდევ ერთ განაწილებაზე, საიდანაც ირკვევა, რომ ქალ პროფესორ-მასწავლებელთა 43% სახელმწიფო უნივერსიტეტებში ასწავლიდა, ხოლო 57% – კერძოში. მათი საერთო რაოდენობა 6 795 იყო.

რაც შეეხება კაც პროფესორ-მასწავლებლებს, აქ მონაცემებია ასეთია: სახელმწიფო – 45%, კერძო – 55%. მათი საერთო რაოდენობა 4 660-ს შეადგენდა.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ასევე გამოაქვეყნა მონაცემები, სქესის მიხედვით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ძირითადი პერსონალისა და ხელშეკრულებით დასაქმებულების განაწილების შესახებ.

ანგარიშის მიხედვით, 2024-2025 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, ძირითადი პერსონალის ნაწილში, ქალთა 17% პროფესორი, 38% – ასოცირებული პროფესორი, 16% – ასისტენტ-პროფესორი, 17% – მასწავლებელი, ხოლო „სხვა“ – 12% იყო. საერთო რაოდენობა – 6 795. კაცი: 32% – პროფესორი, 36% – ასოცირებული პროფესორი, 12% – ასისტენტ-პროფესორი, 12% – მასწავლებელი, სხვა – 8%. საერთო რაოდენობა – 4 660.

რაც შეეხება ხელშეკრულებით დასაქმებულებს, მონაცემები შემდეგნაირია:

ქალი: პროფესორი – 2%, ასოცირებული პროფესორი – 5%, ასისტენტ-პროფესორი – 2%, მასწავლებელი – 38%, სხვა – 53%. საერთო რაოდენობა – 8 290.

კაცი: პროფესორი – 4%, ასოცირებული პროფესორი – 6%, ასისტენტ-პროფესორი – 2%, მასწავლებელი – 37%, სხვა – 50%. საერთო რაოდენობა – 4 794.

უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია – დოკუმენტი

მოამზადა მარიამ იმერლიშვილმა

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები