განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) ინფორმაციით, იწყება მობილობის მსურველ სტუდენტთა რეგისტრაცია 2025 -2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის.
განათლების სამინისტროს ქვეუწყება აქვე აფრთხილებს სხვა უნივერსიტეტში გადასვლის მსურველ სტუდენტებს, რომ დარეგისტრირდნენ დროულად და ყურადღება მიაქციონ სასურველი პროგრამის პრიორიტეტსა და საკონკურსო ქულას, რეგისტრაციის ვადის დასრულებამდე.
რეგისტრაციის ვადები: 28 იანვარი – 11 თებერვალი, 18:00 საათამდე
რეგისტრაცია მიმდინარეობს ელექტრონულ პორტალზე: students.emis.ge
იხილეთ: ვიდეო-ინსტრუქცია რეგისტრაციისთვის
მიმღები უნივერსიტეტებისა და პროგრამების ცნობარი გამოქვეყნდება 27 იანვარს.
დეტალური ინფორმაცია EMIS-ის ვებ-გვერდზე
ხშირად დასმული კითხვები მობილობის შესახებ
მობილობის შედეგები გამოქვეყნდება 16 თებერვალს ელექტრონულ პორტალზე: students.emis.ge.




