სტუდენტების სტილი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში (CIU) – 2023 წლის ზამთარი➤ ფოტოები

მოდა

რას იცვამენ სტუდენტები საქართველოში, სად ყიდულობენ ტანისამოსს და როგორ სტილს ანიჭებენ უპირატესობას? STUDINFO.GE ცდილობს გაიგოს, როგორ მიჰყვებიან ქართველი სტუდენტები მოდის ტენდენციებს.

ამჯერად, ჩვენი ჟურნალისტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს (CIU) ესტუმრა და გაიგო, რომელია სტუდენტების საყვარელი “საშოპინგო” ადგილები.

ლიკა კახნიაშვილი

„ძირითადად ოვერსაიზი არის ჩემი ჩაცმის სტილი, რაც უფრო კომფორტულად ვარ უნივერსიტეტში მით უფრო კარგი დღე მაქვს, რადგან ჩემი აზრით ჩაცმულობა განწყობაზე ძალიან მოქმედებს. ტანსაცმელებს უმეტესად მეორადებში ვყიდულობ.“

ალი

„დუბაიდან ვარ და ტანსაცმელიც იქედან მაქვს ჩამოტანილი, სხვა შემთხვევაში ვიწერ სხვადასხვა საინტებიდან.“

გიორგი ივანიძე

ვიწერ ზარას, ბერშკას, ხანდახან ვაგზალზეც გავდივარ. მეორადებში ბევრი კარგი ტანსაცმელია უბრალოდ ბევრი ძებნა უნდა. უპირატესობას შედარებით კლასიკურ სტილს ვანიჭებ, მაგრამ შერეულიც მომწონს.

ანასტასია ფირცხალაიშვილი და ანანო სამუშია

ძირითადად კლასიკურ სტილს ვატარებთ კვირის განმავლობაში, ზოგჯერ სპორტულადაც ვიცვამთ გააჩნიია ხასიათს, ამინდს და ტემპერატურას. ზარაში ვყიდულობთ ტანსაცმელს, ჩვენს გემოვნებაში ყველაზე მეტად ეს ბრენდი ჯდება.

ათუკა კენჭოშვილი

ჩემთვის კომფორტულია ტანსაცმლის გამოწერა, ბევრად უფრო ხარისხიანია, რაშიც დარწმუენბული ვარ და ასევე შეღავათიანია. თუმცა, მოლებშიც დავდივარ ხოლმე. სტილი უმეტსად თავისუფალი მომწონს.

ქრისტინა საგინაძე

კლასიკურ სტილს ვანიჭებ უპირატესობას და სხავდასხვა ადგილას ვშოპინგობ, მოლში მაგალთად ჰ&მ-ი, მანგო, ზარაშიც მიყიდია რამდენჯერმე.

გიორგი ლევანდოვსკი

განსაკუთრებულად არ ვიცმევ, ვცილობ ფერები შევუთავსო ერთმანეთს. ტანსაცმელი სადაც მომეწონება იქ ვყიდულობ, რაც მაქვს მაგის მიხედვით ხშირად ვყიდულობ ვაიკიკში და ჰ&მ-ში.

ზორსმეილი

ჩემი სტილი თავისუფალია, მაგრამ მომწონს კლასიკურის და თავისუფალის შეხამება. ზამთარში უფრო კლასიკურისკენ ვიხრები და ტანსაცმელებს თბილისი მოლში ვყიდულობ.

ვიკა ღურჯიანი

ნებისმიერ სტილს ვეწყობი რაშიც კომფორტულად ვგრძნობ თავს, ბეგი, ოვერსაიზი, კლასიკური. სიტუაციას გააჩნია, სად მივდივარ, ვისთან ერთად, თუმცა მთავარი ჩემთვის მაინც კომფორტია. მაღაზიებს ყურადღებას არ ვაქცევ, სადაც მომეწონება და ჩემთვის ხელმისაწვდომი იქნება იქ ვიძენ ტანისამოსს.

ავტორი: კესო კვაჭაძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები