საგანმანათლებლო YouTube-არხები, რომელებიც ახალ სემესტრამდე უნდა ნახო

სასარგებლო რჩევები

თეკლა ხარაზიშვილი

YouTube ერთდროულად შეიძლება იყოს გასართობი ინტერნეტ პლატფორმა, ჰობი, სამსახური, საჭირო ინფორმაციისა და რჩევების მიღების ან სწავლის საშუალება… 2005 წლიდან YouTube-მა ვიდეოები და ვიდეოებით სწავლება ახალ მეთოდად აქცია, სალექციო დარბაზებისა და სახელმძღვაელოების დამხმარე ელემენტი გახადა.

YouTube-ზე უამრავი საგანმანათლებლო არხის ნახვა შეიძლება. ვიდეოებით სწავლას კი რამდენიმე სასარგებლო მახაიათებელი აქვს: პირველ ყოვლისა, ჩვენი ყურადღებისა და კონცენტრირების უნარი დროშია შეზღუდული, საგანამანათლებლო ვიდეოები YouTube არხებზე კი, ძირითადად, რამდენიმე წუთი გრძელდება; ვიდეოები ორგანიზებულია ზუსტად ისე, როგორც სწავლის პროცესი მოითხოვს; შეგიძლიათ ჩიკაგოელ პროფესორს საკუთარი ოთახიდან მოუსმინოთ; ინფორმაციის აღქმისათვის უკეთესია ვიზუალური მასალის დახმარება, რასაც საგანმანათლებლო YouTube არხები მიმართავენ; და ბოლოს, თუ უნივერსიტეტში საკითხს ერთი ან ორი სემესტრი დაეთმობოდა, YouTube-ზე სულ რაღაც 3-5 წუთში გაიგებთ, რა არის დიდი აფეთქება, როგორ გაჩნდნენ პირველი ადამიანები, რას ამბობდა ნიცშე ღმერთზე, არისტოტელე პოეტებზე და როგორ შეიქმნა ნათურა.

ზაფხული თითქმის მიიწურა და სანამ ახალი სემესტრი დაიწყება, მანამდე რამდენიმე საგანმანათლებლო YouTube არხს, შენთვის სანტერესო ვიდეოებს უნდა გადახედო და მოინიშნო. ასე რომ, გირჩევთ რამდენიმე ქართულ და ინგლისურენოვან საგანმანათლებლო YouTube არხს.

Flowmaster.online / ფლომასტერი

„ფლომასტერი” ქართულენოვანი საგანმანათლებლო არხია. ვიდეოებში ალექსანდრე ჯეჯელავა პირადი და პროფესიული განვითარების შესახებ მოგიყვებათ და რჩევებს მოგცემთ: როგორ უნდა მოვიქცეთ გასაუბრებებზე, ვინ უნდა გავუშვათ სამსახურიდან, დაგვიფასდება თუ არა შრომა ან იარსებებს თუ არა კომპანიები 2038 წელს? – ამ ყველა კითხვაზე პასუხი მოკლე ვიდეოებშია.

თვითგანვითარება კარგი ღვინისა და გემრიელი ხაჭაპურის ქვეყანაში – ალექსანდრე ჯეჯელავა


The School Of Life

YouTube-ის სკოლებში ცხოვრებაც ისწავლება… The School Of Life ინგლისურენოვანი არხია. მას შემდეგ, რაც არხის გამომწერი გახდებით, 8.5 მილიონ ადამიანთან ერთად ისწავლით ცხოვრებას. The School Of Life ვიდეობს კვირაში ერთხელ, ოთხშაბათს, 14:00 საათზე აქვეყნებს.

The School Of Life ინტერესდება საკუთარი თავის მიმღებლობისა და ემოციური სიმწიფის საკითხებით. გარდა YouTube ვიდეოებისა, მსგავს თემებზე აქვეყნებენ სტატიებს და მომხმარებლებს ონლაინ ფსიქოთერაპიასაც სთავაზობენ.

თუ გაინტერესებს, თავიდან როგორ აიცილო შეცდომები, ინდური საიდუმლოები უკეთესი ცხოვრებისთვის, რატომ არ შეუძლია ზოგიერთ ზრდასრულს ასაკის შესაბამისად მოქცევა, The School Of Life უნდა გამოიწერო.

Philosophies For Life

Philosophies For Life საგანმანათლებლო YouTube არხია, რომლის ვიდეობიც ფილოსოფიურ თეორიებს მოკლედ და მარტივად ხსნის. ვიდეოების მიზანია უძველესი სიბრძნის, ცხოვრების შემცვლელი ფილოსოფიური იდეების განმარტებით თანამედროვე ცხოვრების გაუმჯობესება.

TED-Ed

TEDx Talks ვიდეოები მთელს მსოფლიოშია გავრცელებული. სიტყვით გამომსვლელები 18 წუთში, ან უფრო ნაკლებ დროში, თავის სათქმელს ატევენ. TED-Ed კი საგანმანათლებლო YouTube არხია, რომელიც ანიმაციური ვიდეოებითა და ვიდეოების სერიებით საინტერესო კითხვებს პასუხობს და თემებს განარტავს. TED-Ed-ის მიზანია, შექმნას ისეთი გაკვეთილები, რომელთა „გაზიარებაც ღირს”.

Khan Academy Georgia

Khan Academy 2006 წლიდან მათემატიკასა და მეციერებაზე ფოკუსირებულ ვიდეოებს ანთავსებს YouTube-ზე. Khan Academy Georgia კი მისი ქართულენოვანი ანალოგია. ეს YouTube არხი შეიძლება ეკონომიკის გამოცდის ჩაბარებაშიც დაგეხმაროს.

ბონუსი

ამ ვიდეოში კი ძველი YouTube-ერი, ტომას ფრანკი გასწავლით, როგორ უნდა დარჩეთ მოტივირებული მთელი სასწავლო წლის განმავლობაში.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები