თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, მე-8 მოწვევის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები შედგა. ხმის მიცემის პროცესი დასრულდა და 7 ივნისის 18:00 საათისთვის ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა. უნივერსიტეტის ცესკოში არცერთი საჩივარი არ შემოსულა.
არჩევნების პირველადი მონაცემები
“საუბნო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცესი. დღის განმავლობაში საარჩევნო უბნებზე კენჭისყრა მიმდინარეობდა საარჩევნო რეგულაციების დაცვით, გამჭვირვალედ და მშვიდ გარემოში. არ დაფიქსირებულა არსებითი ხასიათის ხარვეზი, რომელსაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე”, – აცხადებენ თსუ-ში.