თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი „თსუ“ სუპერლიგის ისტორიაში პირველად საქართველოს ჩემპიონია. თსუ-მ 2022-2023 წლების ფინალური სერიის მეხუთე შეხვედრა რუსთავში „რუსთავთან“ 75:87 მოიგო და სერიაში 3:2 გაიმარჯვა.
სეზონის საუკეთესო მოთამაშედ სპორტულმა ჟურნალისტებმა, სუპერლიგის მწვრთნელებმა, კომისრებმა და მსაჯებმა თსუ-ისა და საქართველოს ნაკრების წევრი გიორგი ცინცაძე დაასახელეს, ხოლო სეზონის საუკეთესო მწვრთნელის ტიტული ლექსო ლაფანაშვილმა მოიპოვა.
მიმდინარე სეზონის სუპერლიგა 2022 წლის 23 ოქტომბერს დაიწყო და 2023 წლის 28 მაისს დასრულდა.