PYTHON-ის უფასო საბაზისო კურსი – რომელი უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუძლიათ კურსის გავლა

განათლება

თუ სტუდენტი ხარ და გინდა, რომ Python-ს საბაზისო დონეზე დაეუფლო, ეს კურსი შენთვისაა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი ფაბლაბ ილიაუნისთან ერთად 6 მაისიდან იწყებს Python-ის საბაზისო კურსს სტუდენტებისთვის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე.

კურსის მიზანია, რომ სტუდენტებმა Python-ზე ისწავლონ პროგრამირების საწყისები. ისინი მიიღებენ საბაზისო ცოდნას, რაც მათ სამომავლოდ დაეხმარებათ პროგრამირების სფეროში განვითარებასა და პითონის საფუძვლიანად შესწავლაში.

იგი განკუთვნილია მხოლოდ ილიაუნის სტუდენტებისთვის და იქიდან გამომდინარე, რომ კურსი დამწყებთათვისაა, არ საჭიროებს საბაზისო ცოდნას.
პროექტში მონაწილეობისთვის საჭიროა, რომ შეავსოთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა არა უგვიანეს 2023 წლის 23 აპრილისა.

იხილეთ სააპლიკაციო ფორმა აქ.

პროექტში მონაწილეობა მხოლოდ 15 სტუდენტს შეუძლია, აქედან გამომდინარე, ადგილები შეზღუდულია. მონაწილეები შეირჩევიან აპლიკაციის განხილვის საფუძველზე, ხოლო შერჩეულ კანდიდატებს უნივერსიტეტის წარმომადგენლები დაუკავშირდებიან არა უგვიანეს 2023 წლის 2 მაისისა.

კურსი ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სწავლა კი სრულიად უფასოა.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები