ქუთაისელი ანასტასია ლელაძე ჰარვარდის უნივერსიტეტში 95%-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა

სტუდენტური სახე

17 წლის ქუთაისელი მოსწავლე, ანასტასია ლელაძე ჰარვარდის უნივერსიტეტში 95%-იანი გრანტით ჩაირიცხა, – ამის შესახებ ინფორმაციას მისი სკოლა, ნიკო ნიკოლაძის ლიცეუმი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ანასტასიას სწავლა, ყოველწლიურად, 76,000 აშშ დოლარით დაუფინანსდება.

როგორც სკოლის განცხადებაში ვკითხულობთ, ანასტასიას გზა ჰარვარდამდე მარტივი არ იყო და მან წარმატების მისაღწევად რთული და საინტერესო პერიოდი გაიარა.

„ამ წარმატების მისაღწევად მან რთული და საინტერესო გზა გაიარა. ანასტასია სკოლაში შემოსვლის დღიდან გამოირჩეოდა ნიჭიერებით, მიზანდასახულობით, პუნქტუალურობით, პასუხისმგებლობით, შემოქმედებითი უნარებით, მაღალი აკადემიური მოსწრებით… ანასტასიას წარმატება კარგი მაგალითია იმისთვის, ვისაც დასახული მიზნის მისაღწევად შრომა არ ეზარება. გჯეროდეთ! ოცნებები ხდება! ვულოცავთ დამსახურებულ გამარჯვებას ანასტასია ლელაძეს, მის ოჯახს, სასკოლო საზოგადოებას!”, – წერია სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

17 წლის ახალგაზრდა ამერიკის შეერთებულ შტატებში 17 აგვისტოს გაემგზავრება. იგი ჰარვარდში ბაკალავრიატის საფეხურზე პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე ისწავლის, რომლის დასრულების შემდეგაც, რამდენიმეწლიან პრაქტიკას მიიღებს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები