მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანის 7 თვისება

შემეცნება

ხშირად, ადამიანები მაღალი IQ -ს ანუ ლოგიკური მსჯელობის განსაკუთრებულ უნარ-ჩვევებს წარმატების ერთადერთ გარანტად მიიჩნევენ. ამ დროს კი ემოციური ინტელექტის (EQ) არსებობა ავიწყდებათ, რომელიც ბოლო დროს განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

ემოციური ინტელექტი (EQ) ეს არის უნარი გაუმკლავდე საკუთარ თავს და გარშემომყოფებს. იგი იძლევა საშუალებას, სწორად აღვიქვათ ჩვენი და ჩვენ ირგვლივ მყოფი ადამიანების ემოციური დამოკიდებულებები და ვიმოქმედოთ შესაბამისად. მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები ეფექტურად ურთიერთობენ და უმკლავდებიან სტრესულ გარემოს, ალბათ სწორედ ამიტომაა, რომ სამუშაოების წარმატებით შესრულებაზე ემოციური ინტელექტი 58%-ით ახდენს გავლენას.

დღეს ხშირია დავა, იმის თაობაზე IQ უფრო მნიშნველოვანია, თუ EQ. მაგრამ, ერთი რამ ცხადაია, პიროვნების წარმატებულობას მაღალი IQ-სა და განვითარებული EQ-ის სინთეზი განაპირობებს.

ალბათ გაინტერესებთ, რით გამოირჩევიან განვითარებული ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები. ამიტომ, გთავაზობთ მცირე ჩამონათვალს იმ ქმედებებისა, რასაც მაღალი EQ-ს მქონე ადამიანები აკეთებენ. იქნებ საკუთარი თავიც იპოვოთ.

  • ისინი არასდროს ადარებენ თავს სხვებს

როდესაც საკუთარი თავით კმაყოფილება სხვებთან შედარების შედეგად წარმოიშობა, ეს კმაყოფილება არარეალურია. არ აქვს მნიშვნელობა რას ფიქრობენ სხვები, შენი თვითშეფასება საკუთარი თავიდან მოდის.

განვითარებული EQ-ის მქონე ადამიანები, არავის აზრსა და მიღწევებს არ აძლევენ საშუალებას ხელი შეუშალონ საკუთარი მიღწევებით ტკბობაში. არ აქვს მნიშვნელობა რას ფიქრობენ შენზე კონკრეტულ მომენტში, ერთი რამ ცხადია – შენ არასდროს ხარ ისეთი კარგი და ცუდი, როგორც ამბობენ.

  • უკუაგდებენ ნეგატიური ემოციების წარმომქმნელ ფაქტორებს

ისინი სხვებს შეცდომებს მარტივად პატიობენ და წინსვლას განაგრძობენ, თუმცა არ ივიწყებენ. მათ არ სურთ საკუთარი თავი ზედმეტად დაიტვირთონ სხვების შეცდომებით. თუმცა, მუდმივად ცდილობენ თავი დაიცვან მომავალი საფრთხეებისგან. რადგან უარყოფითი ემოციები, რომლებიც თან ახლავს უკმაყოფილებას, სინამდვილეში სტრესია. წყენის შენარჩუნება კი სტრესის შენარჩუნებას ნიშნავ, რაც ჩვენ ჯანმრთელობაზე ნეგატიურად ზემოქმედებს.

  • არ არიან შეპყრობილები პერფექციონიზმით

ისინი მიზნად არ ისახავენ სრულყოფილებას, რადგან იციან რომ ეს არ არსებობს. ადამიანი მიდრეკილია დაუშვას შეცდომები. როდესაც იგი სრულყოფილებას დაისახავს მიზნად, ყოველთვის ექნება წარუმატებლობის განცდა და ფიქრი იმაზე, რომ რაღაცას, რასაც ვერ მიაღწია სხვანაირად უნდა მიდგომოდა. ამ დროს კი იკარგება შესაძლებლობა, ისიამოვნო იმით, რისი მიღწევაც შეძელი.

  • არ ცხოვრობენ წარსულით

წარუმატებლობა ხშირად ანგრევს თავდაჯერებულობას, აჩენს ფიქრებს, რომ მომავალში უკეთესი შედეგის მიღწევა შეუძლებელია. ემოციურად ინტელექტუალმა ადამიანებმა იციან, რომ წარმატება ესაა, ამაღლება წარუმატებლობის წინაშე. რადგან, ყველაფერი რისი მიღწევაც ღირს, გარკვეულ რისკზე წასვლას მოითხოვს. წარუმატებლობაზე ფიქრით ადამიანები ცხოვრობენ წარსულით, ივიწყებენ აწმყოს და უგულებელყოფენ შესაძლებლობებს წარმატებისა და წინსვლისთვის.

  • ისინი არ ეჯაჭვებიან პრობლემებს

როდესაც, ადამიანები ეჯაჭვებიან პრობლემებს, რომლის წინაშეც დგანან, ქმნიან და ახანგრძლივებენ უარყოფით ემოციებს და სტრესს, რაც ხელს უშლის მუშაობას. ხოლო, როდესაც, ყურადღებას ამახვილებენ საკუთარი თავისა და გარემოებების გასაუმჯობესებელ ქმედებებზე, ქმნიან პირადი ეფექტურობის განცდას, რომელიც წარმოშობს დადებით ემოციებს და აუმჯობესებს მუშაობას. განვითარებული EQ-ის მქონე ადამიანები არა თუ პრობლემებზე არამედ, გამოსავლის ძიებაზე კონცეტრირდებიან.

  • ცდილობენ დისტანცია დაიჭირონ ტოქსიკური ადამიანებისგან

ტოქსიკური, წუწუნა ადამიანები, თავიანთ პრობლემებში იძირებიან და ვერ ფოკუსირდებიან გამოსავლის ძიებაზე. ხშირად, იმისათვის, რომ თავი კარგად იგრძნონ, მათ სხვა ადამიანების მხარდაჭერა სჭირდებათ, რომლებიც ამ წუწუნში აჰყვებიან. ზოგჯერ ჩვენ, იძულებულნი ვართ მოვუსმინოთ მსგავს ადამიანებს, რათა უზრდელისა და უხეშის იარლიყი არ ავირტყათ. მაგრამ, არსებობს ზღვარი უარყოფით ემოციურ სპირალში მოხვედრასა და თანაგრძნობას შორის. გამოსავალი ასეთ შემთხვევებში ან შეზღუდვების დაწესებაა ან დისტანცირება.

  • არ უჭირთ „არა-ს“ თქმა

უარის თქმა ხალხის უმეტესობის მთავარი გამოწვევაა. “არა” არის ძლიერი სიტყვა, რომლის გამოყენების არ უნდა გეშინოდეს. როდესაც უარის თქმის დრო დგება, ემოციურად ინტელექტუალი ადამიანები ერიდებიან ისეთ ფრაზებს, როგორიცაა “არ ვფიქრობ, რომ შემიძლია” ან “არ ვარ დარწმუნებული”. ახალ ვალდებულებაზე უარის თქმა პატივს სცემს თქვენს არსებულ ვალდებულებებს და შესაძლებლობას გაძლევთ წარმატებით შეასრულოთ ისინი.

ავტორი: თეკლა ადამია

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები