1968 – უნივერსიტეტის აუდიტორიებიდან რევოლუციამდე

შემეცნება

სტუდენტების გამოსვლით დაწყებული საპროტესტო ტალღა საფრნაგეთს რთულ თვეებს უქადდა. უნივერსიტეტის აუდიტორებში დაწყებული ახალგაზრდული ჟინით დაწყებული ამბოხი ნელ-ნელა სოციალური, შემდეგ კი პოლიტიკური გადატრიალების პრელუდია გახლდათ. 1968 წლის 22 მარტიდან 2 მაისის ჩათვლით საფრანეგთის დიდ ქალაქებში დაიწყო მუშათა და სტუდენტთა დემონსტრაციები, რომლებსაც ხელისუფლების მხრიდან ძალადობრივი ჩახშობის მცდელობები ახლდა. დემონსტრანტები ერთიანდებოდნენ სამართლიანი ქვეყნის, მოხმარება-სარგებელზე ნაკლებად ფოკუსირებული საზოგადოების, საუნივერსიტეტო სისტემის კონსერვატიულობის, გაზრდილი უმუშევრობის, ბაზრის გლობალიზაციის  პრობლემების გარშემო.

60-იანი წლების შუაში დასავლეთის ახალგაზრდობა მივიდა დასკვნამდე, რომ უფროსი თაობა მათ ატყუებდა. ოცი წლის ასაკში ყოველთვის ასე ფიქრობენ და ყოველთვის მიმართავენ ამბოხს მშობლების წინააღმდეგ. მხოლოდ 1968 წელს ამ ახალგაზრდებს განსაკუთრებული მიზეზები ჰქონდათ ბუნტისთვის. დასავლური საზოგადოება მორალურ ჩიხში შედიოდა. უფროსი თაობა, რომელმაც ომის საშინელება და გაჭირვება გადაიტანა, დასავლეთის საზოგადოებას პრაქტიკულად სრულყოფილად თვლიდა და ერთადერთ პრობლემად კომუნიზმის წინააღმდეგ ბრძოლას მიიჩნევდა. ახალგაზრდობა საშუალო კლასის ფასეულობების ტყვეობაში აღმოჩნდა. ახალი თაობა კითხვებს სვამდა. რას აკეთებდა 1968 წელს ამერიკული ჯარი ვიეტნამში?რატომ ხდებოდა, რომ საუკეთესო უნივერსიტეტებში ადმინისტრაციული დიქტატი ბატონობდა? რატომ არსებობდა აშშ-ში შავკანიანთა გეტოები და რასობრივი სეგრეგაცია?

68 წლის რევოლუციის ერთ-ერთი მონაწილე დანიელ კონბენდიტი გვიამბობს: ვიანსონ-პონტეს უკვირდა, რომ ამბოხებები ხდებოდა ყველგან – მაგალითად, გერმანიაში, შეერთებულ შტატებში – მაგრამ არა საფრანგეთში. მართალია, პარიზში ჩატარდა რამდენიმე დემონსტრაცია ვიეტნამის ომის წინააღმდეგ, მაგრამ არავინ ფიქრობდა, რომ ამას რაიმე არსებითი შედეგი მოჰყვებოდა. ამასთან, მაისის მოვლენებამდე რამდენიმე თვით ადრე, პარიზის ნანტერის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ძალზე მასშტაბური გაფიცვა მოვაწყვეთ – ადმინისტრაციული რეფორმების გატარებას ვითხოვდით. იმ დროს ნანტერის უნივერსიტეტის სოციოლოგიურ ფაკულტეტზე ვსწავლობდი. 1967 წლის ნოემბერში ინსტინქტურად მივხვდი (ჩემს ინსტინქტს კი ყოველთვის ვენდობოდი), რომ სტუდენტთა უკმაყოფილებას, შესაძლოა, გრანდიოზული მასშტაბი მიეღო. 22 მარტს, „ლე მონდის“ რედაქტორის მცდარი დიაგნოზიდან შვიდი დღის შემდეგ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი დავიკავეთ. აი, სწორედ ამგვარად დაიწყო ყველაფერი – უფრო სწრაფად, ვიდრე მოსალოდნელი იყო და უფრო სწრაფად, ვიდრე წარმომედგინა.

ახალგაზრდობამ შეამჩნია ის, რასაც პროფესიონალი-ანალიტიკოსები ამჩნევდნენ: საშუალო კლასი გახდა ინერტული, კმაყოფილი და მოუქნელი.

ამ დროს არ არსებობდა არცერთი პოლიტიკური პარტია, რომელსაც ოპოზიციურად განწყობილი ახალგაზრდობა დაეყრდნობოდა და შეუერთდებოდა. მათი აზრით სოციალ-დემოკრატები უკვე დიდი ხანია იყო რაც ”გაბურჟუავდნენ” კომუნისტების უმრავლესობა კი ორიენტირებული იყო საბჭოთა კავშირზე და სტალინისტურ მეთოდებზე, რომელიც თავისუფლად მოაზროვნე ახალგაზრდებს ასევე არ მოსწონდათ და უყვარდათ. წარმოიქმნა სიტუაცია სადაც ახალგაზრდებს უნდა მოეძებნათ ახალი კუმირები. და ასეთები იპოვეს კიდეც: მაო, ჩე გევარა, მარკუზე, ფანონი, დებრე. ზუსტად ისინი გახდნენ ’ახალი მემარცხენეების’ კუმირები.

ახალი გურუები გონებას ატყვევებდნენ. ისინი უკომპრომისო ბრძოლისკენ აკეთებდნენ  მოწოდებას. მაომ პირდაპირ განაცხადა: ’ამბოხი მართალი საქმეა’. პირველი ნიშანი ახალგაზრდული რევოლუციისა სტუდენტური მღელვარება გახდა, კალიფორნიაში ბერკლის უნივერსიტეტში 1964 წელს. პირველად ამერიკის ისტორიაში, საუნივერსიტეტო კამპუსების(სტუდქალაქი) ტერიტორიაზე პოლიციის ნაწილები იქნა შეყვანილი. ვიეტნამის ომი გახდა კატალიზატორი ახალგაზრდული მოძრაობისა, რომლის კულმინაციად აშშ-ში იქცა მღელვარება კოლუმბიის უნივერსიტეტში, 1968 წლის 23 აპრილს. 1968 წლის ზამთარში სტუდენტური გამოსვლები დაიწყო დასავლეთ გერმანიაში, ჩეხოსლოვაკიაში და პოლონეთში. გფრ-ში ’ახალ მემარცხენეებს’ სათავეში 27 წლის რუდი დუჩკე ჩაუდგა. ის თავს მარკუზეს მოსწავლედ მიიჩნევდა. თავის შვილს კი სახელად ჩე დაარქვა. დუჩკემ სტუდენტური პროტესტის ორგანიზირება ვიეტნამის ომის საწინააღმდეგოდ დაიწყო. ჰამბურგში, ფრანკფურტში, დასავლეთ ბერლინში სტუდენტებს იერიში მიქონდათ ამერიკის წარმომადგენლობებზე. მღელვარება ქუჩის ბრძოლებში გადაიზარდა, როდესაც ნეონაცისტებმა ’წითელ რუდის’ სამი ტყვია მოარტყეს. ნამდვილი რევოლუციური ქარიშხალი კი 1968 წლის მაისში პარიზში დატრიალდა.

მღელვარება არსებული განათლების სისტემის წინააღმდეგ სტუდენტური გამოსვლებით დაიწყო, ნანტერის უნივერსიტეტში, პარიზის მუშათა გარეუბანში. როდესაც ხელისუფლებამ ნანტერი დახურა, უკვე სორბონა ამბოხდა.

საფრანგეთი წონასწორობიდან გამოვიდა. მღელვარება პროვინციებშიც გადადიოდა, სტრასბურგში, ნანტში, გრენობლში სტუდენტები აუდიტორიებს უნივერსიტეტის კედლებზე გამოჩნდა გრძელი სიმბოლოიანი პოსტერები(იგივე დაცძიბაო, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული ჩინეთში ’კულტურული რევოლუციის’ დროს).

გაჩნდა ჩე გევარას სახელობის აუდიტორია, პოსტერები ’აიკრძალოს აკრძალვა!’, განცხადება ’მოწიე რაც გინდა – თუნდაც მარიხუანა’. პასტერისა და ჰიუგოს ქანდაკებები წითელი დროშებით დაიფარა. მთელი დღის განმავლობაში სორბონას ეზოში ჯაზ-ბენდი უკრავდა. აუდიტორიებში კი დისკუსია მიმდინარეობდა: რა გავაკეთოთ შემდეგ?

დე გოლმა როგორც იქნა შეწყვიტა თავისი ვიზიტი და მეამბოხე პარიზში დაბრუნდა. მან მთავრობის სხდომა მოიწვია და პირდაპირ განაცხადა: ’რეფორმებს – კი, ქაოსს – არა’. გენერალმა ხალხს მიმართა წინადადებით ჩაეტარებინათ რეფერენდუმი: რათა გარკვეულიყო უჭერდა თუ არა მხარს საფრანგეთი თავის პრეზიდენტს. რევოლუციონერებს სურდათ დაუყოვნებლივ გაეცათ პასუხი: საფრანგეთის ქალაქებში განახლდა ქუჩის ბრძოლების ტალღა, სტუდენტები იარაღდებოდნენ ხელკეტებით, ჯაჭვებით და ჯართით. ისინი საფრთებოდნენ სახურავებზე და იქიდან უშენდნენ პოლიციელებს ქვების სეტყვას. პოლიციამ ხელყუმბარები გამოიყენა ცრემლსადენი გაზით. საპასუხოდ სტუდენტებმა ცეცხლი წაუკიდეს ბარიკადებს.

გაიღვიძა მუშათა კლასმაც. მთელს საფრანგეთში მუშებმა დაიკავეს ფაბრიკები, აიყვანეს მძევლები, ჩაკეტეს კარები და დაიწყეს მიტინგირება. დაბნეულმა ხელისუფლებამ აღარ იცოდა რა ემოქმედა მითუმეტეს, რომ  მკაფიო მოთხოვნები თითქმის არავის ქონდა.

ამბოხებული იყო 10 მილიონი ადამიანი. ქვეყნის ეკონომიკა შეფერხდა. პარიზში გაჩერდა მეტრო. აეროპორტები დაიხურა. საფრანგეთის სანაპიროებზე გამოჩნდენ გემები წითელი დროშით, შეფერხდა რკინიგზა და საზღვაო მიმოსვლა. დიდ ქალაქებს შიმშილის საფრთხე ემუქრებოდა.

1968 წლის მაისში გადაღებულ ცნობილ ფოტოსურათზე აღბეჭდილია ამბოხების მითის ყველა კომპონენტი. მასზე და – სოციოლოგიის ფაკულტეტის ოცდასამი წლის სტუდენტი – ეროვნული პოლიციის ერთ-ერთი წარმომადგენლის პირისპირ დგახართ, სორბონის წინ… ამ ფოტოსურათზე აღბეჭდილია 1968 წლის მაისის მოვლენათა არსი: ძველი რეჟიმი – ახალგაზრდების წინააღმდეგ, სისტემა – მოძრაობის წინააღმდეგ, გმირი – ბოროტმოქმედის წინააღმდეგ, ძალა – საპირისპირო ძალის წინააღმდეგ, წესრიგი – ანარქიის წინააღმდეგ.

დროის გასვლასთან ერთად, დასავლური დედაქალაქების უმრავლესობაში მღელვარება ნელ-ნელა ცხრებოდა. ხელისუფლება დაპირებებს იძლეოდა: სტუდენტებს – უმაღლესი განათლების რეფორმას, მუშებს – სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. ერთი სიტყვით ახალგაზრდა რევოლუციონერებმა, ბურჟუაზიული სისტემის განადგურება ვერ მოახერხეს, თუმცა 1968 წლის შემდეგ დასავლური სამყარო შეიცვალა. საშუალო კლასმა დაიწყო ღარიბების უფლებებისთვის ბრძოლა და თვითონაც შეიცვალა, რადგან 70-იანი წლების შუაში მისი ნაწილი გახდნენ ის ახალგაზრდები, რომლებიც 68 წელს ბარიკადებზე იდგნენ. რასობრივი დისკრიმინაცია ნელ-ნელა ქრებოდა, ამერიკელებმა არა მხოლოდ გამოიყვანეს ჯარები ვიეტნამიდან, არამედ საერთოდ გააუქმეს, საყოველთაო სავალდებულო გაწვევა ჯარში. განსხვავებულობა და უმცირესობების უფლებები  დაცული და ლეგიტიმიზირებული იქნა.

ავტორი: ნინო მამაცაშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები