წარმატების ისტორია N2 – ილონ მასკი

შემეცნება

ილონ მასკი დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პიროვნებაა მსოფლიოში. მისი თითოეული იდეა ერთი შეხედვით დაუჯერებელი და არარეალურია, თუმცა, სწორედ ამ არარეალურის მატერიალიზებით ახერხებს  ის ჩვენს გაოცებას.

ვინ არის ილონ მასკი და როგორია მისი გზა ვარსკვლავებისაკენ ?!

მასკი 1971 წლის 28 ივნისს სამხრეთ აფრიკის დედაქალაქ პრეტორში დაიბადა. “უცნაური ბავშვი“ – ასე  უწოდებდნენ მას თანატოლები. მასკი ბრაიანსტონის სკოლაში მწვავე ბულინგის მსხვერპლიც იყო. ერთ-ერთ ინტერვიუში ილონის დედამ საშინელი ინციდენტიც გაიხსენა – თანატოლებმა ახალგაზრდა ილონი კიბეებზე დააგორეს, რის შემდეგაც ტრავმა მიიღო და გარკვეული დროის განმავლობაში სუნთქვა უჭირდა. მაშინ სამედიცინო პერსონალის ჩარევა გახდა საჭირო.  ამის გამო 12 წლის მასკი სკოლიდან გაიყვანეს, თუმცა განათლებას სახლის პირობებში იღებდა.

პირველი კომპიუტერული პროგრამაც ამ  ასაკში დაწერა და 500 დოლარად გაყიდა, რაც იმ პრეიოდში სამხრეთ-აფრიკელი ბავშვებითვის საკმაო თანხას წარმოადგენდა. დედ-მამის განქორწინების შემდეგ კი მასკი მამასთან დარჩა, თუმცა მამის ძალადობრივი დამოკიდებულება მისთვის აუტანელი იყო და ამიტომ მან საცხოვრებლად ამერიკაში გადასვლა დააპირა. იგი მიიჩნევდა, რომ მის გონებრივ რესურსს იქ უფრო დიდი მომავალი ელოდა და ეს ასეც იყო.

1988 წელს დედამისის დახმარებით გაემგზავრა კანადაში. მან სწავლა დაიწყო ონტარიოში, ქვინსის უნივერსიტეტში, თუმცა, 1992 წელს გადავიდა ფილადელფიაში, პენსილვანიის უნივერსიტეტში, რომლის დამთავრების შემდგომაც, აიღო ხარისხი ფიზიკასა და ეკონომიკაში.

1995 წელს ჩააბარა კალიფორნიაში, სტენფორდის უნივერსიტეტში, თუმცა, მან ეს უნივერსიტეტი 2 დღის შემდეგ დატოვა, რადგანაც მიხვდა, რომ მთელი თავისი დრო და რესურსი ინტერნეტისთვის უნდა დაეთმო. მიიჩნევდა, რომ ამ სფეროს საზოგადოების ცხოვრების შეცვლის უფრო დიდი პოტენციალი ჰქონდა, ვიდრე ფიზიკას.

1995 წელსვე, ძმასთან ერთად დააფუძნა Zip2, რომელიც სხვადასხვა ინტერნეტსერვისს სთავაზობდა ბიზნესებს. 1999 წელს ძმებმა ეს კოპანია 307 მილიონ დოლარად გაყიდეს. ამ ფაქტმა მასკს შესაძლებლობა მისცა, დაეარსებინა ყველასთვის ცნობილი ონლაინბანკი X.com. იმ პერიოდისთვის, ასევე, არსებობდა მსგავსი საბანკო წამოწყება სახელად Confinity. გარკვეული დროის განმავლობაში, ისინი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ კლიენტების მოძიებაში, თუმცა, საბოლოოდ ორივე ონლაინ ბანკში გაერთიანდა, რის საფუძველზეც შეიქმნა PayPal.

2002 წელს eBay-მ PayPal $1.5 მილიარდად იყიდა, საიდანაც მასკიმ მხოლოდ 180 მილიონი დოლარი აიღო.

30 წლის მასკი მსოფლიოს ერთ – ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნეს ფიგურა იყო. მიუხედავად წარმატებისა, მასკს “გიჟური“ გეგმები მოსვენებას არ აძლევდა.

2002 წელს SpaceX დააარსა. მისი პირველი გამოწვევა კოსმოსური რაკეტების შექმნა იყო. მას შემდეგ, რაც გადაწყვიტა, რომ აშშ-ში ისინი ძალიან ძვირი ღირდა, მასკმა საკუთარი რაკეტის აშენება გადაწყვიტა.

2009 წელს კომპანიის მიერ შექმნილი რაკეტა Falcon სატელიტ ორბიტაზე გაშვებული პირველი დაფინანსებული მანქანა გახდა.

2018 წლის 6 თებერვალს, მისი რაკეტა Falcon Heavy მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ოპერატიული რაკეტა გახდა. მეგარაკეტა შექმნილია ადამიანების მარსზე გადასაყვანად.

როდესაც SpaceX-მა NASA- სთან ერთად საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ასტრონავტების გუნდი გაგზავნა, მასკი უკვე ყველაზე პესიმისტურმა მეცნიერებმაც აღიარეს.

კოსმოსის კვლევა და მოგზაურობა მასკის გრძელვადიანი გატაცებაა. მეცნიერის ნაშრომი, რომელიც New Space ჟურნალში გამოქვეყნდა, მარსის კოლონიზაციის გეგმებს ასახავს. იგი აპირებს შექმნას კოსმოსური ხომალდები, რომლებიც ერთდროულად 100 მგზავრს გადაიყვანს. ხომალდებში იქნება ყველანაირი კომფორტი კინოთეატრების ჩათვლით და სურს, რომ წითელი პლანეტა აღჭურვილი იყოს პიცის დარბაზებით.

მასკის მიზანია, კოსმოსური ხომალდები 2022 წლისთვის იყოს მზად.

კოსმოსის კვლევის პარალელურად, მასკი კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტში ჩაერთო. შექმნა ტესლა მოტორსი, მაგრამ ეს ბრენდი რეალურად იყო მარტინ ებერჰარდისა და მარკ ტარპენინგის ნამუშევრები. მასკი ბიზნესში 2003 წელს ჩაერთო, 2008 წელს კი აღმასრულებელი დირექტორი გახდა. იმავე წელს გამოვიდა კომპანიის პირველი მანქანა Tesla Roadster, 30 ქვეყანაში 2400 მოდელი გაიყიდა.

2016 წლის ივლისში Reno-ში, საავტომობილო მწარმოებლის პირველი “გიგაფაბრიკა” ოფიციალურად გაიხსნა. თუმცა ამჟამად პროექტის მხოლოდ 30% არის დასრულებული.

ჩამოთვლილ პროგრამებთან ერთად, ახალგაზრდა მეცნიერი სუპერ-სწრაფი სამგზავრო მატარებელის შექმნაზეც ფიქრობდა.

მილიარდერის მიერ დაარსებული კომპანია უკვე რამდენიმე წელია, ულტრათხელი ელექტროდების შექმნაზე მუშაობს, რომლებიც ტვინში იმპლანტაციის შემდეგ ნეირონების სტიმულირებას მოახდენენ. იდეის მიზანი ზურგის ტვინის ტრავმით გამოწვეული კიდურების სრული ან ნაწილობრივი დამბლის მქონე, მხედველობა და სმენადაკარგული, ასევე ალცჰაიმერით დაავადებული პაციენტების მკურნალობაა.

2018 წლის მაისიდან მასკი 32 წლის კანადელ მომღერალ გრიმსს ხვდებოდა. 2020 წლის 4 მაისს კი წყვილმა განაცხადა, რომ მათი ვაჟი X Æ A-12 გაჩნდა. შერჩეული სახელი მთელი მსოფლიოს განსჯის საგანი გახდა.

როგორც აღმოჩნდა, სახელი იშიფრება: Æ არის – ის ელფური ელფერი (იგულისხმება სიყვარული და ასევე ხელოვნური ინტელექტი); ხოლო A-12 არის Lockheed A-12 თვითმფრინავი, რომელიც ”იარაღს, თავდაცვასა და სიჩქარეს” განასახიერებდა.

იმავე თვეს სახელი ოდნავ შეცვალეს. “A-12” შეიცვალა “A-Xii” – ით, რადგან რომაული ციფრების გამოყენებით სახელი ნებადართული იყო კალიფორნიის კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო გრეიმსმა გამოაქვეყნა ტვიტერი, რომ “უკეთესად გამოიყურება”.

ტესლას გაყიდვებისა და აქციებზე ფასის ზრდის წყალობით, პანდემიის მიუხედავად, ილონ მასკის სიმდიდრე 2020 წელს გაიზარდა.

Bloomberg–ის 25 ნოემბრის მდგომარეობით, მასკის ღირებულება 136 მილიარდი დოლარია, რაც 7 მილიარდი დოლარით მეტია, ვიდრე ბილ გეითსი.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ „მარველის“ ცნობილი პერსონაჟი „რკინის კაცი“  სწორედ მასკის პროტოტიპია. რობერტ დაუნიმ მასკის მიწვევით 2007 წელს  SpaceX-ის შტაბბინა მოიარა და გარკვეული ელემენტებიც შეარჩია, როგორც თავად ეძახის „მარტივი უცნაურობებიდან“.

ავტორი: ნინო მამაცაშვილი

 

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები