დროის მენეჯმენტი, როგორც გზა წარმატებისკენ

საინტერესო ფაქტები

ხშირად გრძნობთ თავს სტრესულ მდგომარეობაში ბევრი სამუშაოსა თუ პასუხისმგებლობის გამო? რაც დრო გადის, მით უფრო გგონიათ, რომ მეტი ამოცანა გაქვთ შესასრულებელი, ვიდრე დრო იმისათვის, რომ ეს ამოცანები შეასრულოთ? ერთ-ერთ გზას, რომ იყოთ მეტად პროდუქტიულები, შეამციროთ სტრესული მდგომარეობა და თქვენთვის სასურველ სფეროში მიაღწიოთ წარმატებას, დროის მენეჯმენტი გვთავაზობს. ამიტომაც წარმოგიდგენთ 8 ეფექტურ ხერხს იმისათვის, რომ მიაღწიოთ მეტ წარმატებას ნაკლებ დროში.

  • რაღას უცდით? დაიწყეთ საქმე ახლავე

თუკი გაქვთ შესაძლებლობა, რომ დაიწყოთ საქმე მანამ, სანამ მისი შესრულება უკიდურესად აუცილებელი არ გახდება, რაღას უცდით, დაიწყეთ ის ახლავე. ეს დაგეხმარებათ ამოცანის საწყისი პუნქტების შესრულებასა და სიზარმაცის დაძლევაში.

  • დაუწესეთ საკუთარ თავს ზღვარი და ყოველ შემოთავაზებულ წინადადებას ნუ დაეთანხმებით

ბევრი ადამიანი იღებს საკუთარ თავზე თითოეულ იმ პასუხისმგებლობას, რომელსაც სხვები სთავაზობენ, ვინაიდან ერთ-ერთი მიზეზი ამისა, სხვა ადამიანებზე დადებითი ზეგავლენის მოხდენა და მათი სამსახურეობრივი საქმიანობისადმი ერთგულების გამოხატვაა, თუმცა ხშირად ეს პასუხისმგებლობები იმდენად განსხვავებული გამოწვევების წინაშე აყენებთ, რომ უჭირთ დროის მენეჯმენტი, შესაბამისად, მნიშვნელოვანია ისწავლოთ, რომ თქვათ უარი ყველა იმ შემოთავაზებაზე, რომელიც თქვენთვის არაპრიორიტეტულია.

  • მიეცით საკუთარ თავს დასვენების უფლება

ისწავლოთ ის, თუ როგორ უნდა გადაანაწილოთ საქმე სწორად და შეისვენოთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს აუცილებელია, დაგეხმარებათ დროისა და ამასთან, სტრესის ეფექტურ მენეჯმენტში.

  • გაანაწილეთ საქმეები პრიორიტეტულობის შესაბამისად

იმისათვის, რომ მიაღწიოთ დასახულ მიზანს, აუცილებელია, რომ პრიორიტეტად აქციოთ გარკვეული ამოცანები და მიმართოთ მთელი დრო და ძალისხმევა მათკენ, ვინაიდან ნაკლებმნიშვნელოვან საქმეებზე თქვენი ყურადღების მიმართვამ, შესაძლოა, წარუმატებლობა გამოიწვიოს.

  • შეადგინეთ ეფექტური გეგმა მიზნების შესასრულებლად და დაუწესეთ საკუთარ თავს მათ შესასრულებლად ვადები

გამოიყენეთ დრო, რომ შეადგინოთ საკუთარი მიზნების მოკლე და დეტალური გეგმა და დააწესეთ მათ შესასრულებლად გარკვეული ვადები. ამის გაკეთება დაგეხმარებათ, რომ ვიზუალურად აღიქვათ, თუ რომელი მათგანის შესრულებას რამდენი დრო და ძალისხმევა დასჭირდება.

  • მოაწყვეთ საკუთარი სამუშაო სივრცე

ორგანიზებული სამუშაო სივრცის მოწყობა დაგეხმარებათ, რომ დაზოგოთ დრო არასასურველი მასალების ძებნისაგან და სამუშაოს შესასრულებლად გქონდეთ ყველა ნივთი ერთ სივრცეში. თანაც დაიმახსოვრეთ, რომ არ მოგიწევთ დარდი იმაზე, თუ სად უნდა ეძებოთ საჭირო დოკუმენტები და ამგვარად, შეამცირებთ სტრესსაც.

  • შეისწავლეთ საკუთარი პროდუქტიულობის მოდელი

თითოეულ ადამიანს განსხვავებული პროდუქტიულობის დრო ახასიათებს, გარკვეული მათგანი მეტად პროდუქტიულია დღის პირველ ნაწილში, დანარჩენი კი-დღის მეორე ნახევარში. იმის გარკვევა, თუ როდის გაქვთ მეტი მოტივაცია საკუთარი საქმის შესასრულებლად, დაგეხმარებათ მიზნების უკეთ განხორციელებაში.

  • კონცენტრირდით ერთ კონკრეტულ საქმეზე დროის გარკვეულ მონაკვეთში

ბევრი სამუშაოს ერთად შესრულება შესაძლოა, მეტად ეფექტური და სწრაფი მოგეჩვენოთ, თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს ასე. ადამიანები, რომლებიც კონცენტრირებულნი არიან ნაკლები ამოცანის ერთდროულად შესრულებაზე, საქმეს მეტად ხარისხიანად ასრულებენ და ამასთან, არ დგანან  ყურადღების გაფანტვის საშიშროების წინაშე.

დროის ეფექტურად გამოყენება არის არა მხოლოდ უნარი, არამედ გზა, რომელიც ასეთი საჭირო და აუცილებელია თქვენი წარმატებული მომავლისთვის, შესაბამისად არ დაგავიწყდეთ დროის მენეჯმენტი, თუკი გსურთ, რომ თქვენი მიზნები რეალობად აქციოთ.

ავტორი: მარიამ წურწუმია

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები