სწავლა ესტონეთსა და ჩინეთში – ქართველი სტუდენტი საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს

სტუდენტური სახე

ეთერ გლურჯიძე – 22 წლის სტუდენტია, რომელიც ამჟამად ესტონეთის მთავრობის სტიპენდიით სწავლობს ტალინში. ოქროს მედალზე დაამთავრა ზემო ნიქოზის საჯარო სკოლა, შემდეგ კი ჩაირიცხა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისურენოვან პროგრამაზე.

ეთერის პროფესიული ინტერესები და სამუშაო გამოცდილება ორ ნაწილად იყოფა: აკადემიური სფეროს მიმართულებით აქვეყნებს ანალიტიკურ სტატიებს სხვადასხვა ადგილობრივ და რეგიონალურ კვლევით პლათფორმაზე. საქართველოში ამ კუთხით რონდელის ფონდს გამოარჩევს, რომელიც ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას მათი აკადმიური ნამუშევრები ფართო აუდიტორიას გააცნონ. მისი მეორე მიმართულებაა არაფორმალური განათლება და ახალგაზრდების მენტორინგი ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ შესაძლებლობებსა და პროგრამებზე.

საკუთარ გამოცდილებას ეთერი STUDINFO.GE-ის მკითხველს უზიარებს.

– ეთო, როგორც ჩვენთვის ცნობილია, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლობდით. როგორ დაახასიათებდით ბაკალავრიატზე სწავლის ოთხ წელიწადს და გამოცდილებას, რომელიც უნივერსიტეტმა მოგცათ?

უნივერისტეტში მიღებული განათლება, უნარები და გამოცდილება ნამდვილად დამეხმარა პიროვნულ და პროფესიულ წარმატებაში. ბაკალავრიატის 4 წელი გამორჩეული იყო, როგორც აკადემიური, ასევე სხვადასხვა სოციალურ-ინტელექტუალური აქტივობებით. ხშირად გვქონდა შეხვედრები სფეროს შესაბამის საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან. უნივერისტეტს ყოველთვის ჰქონდა მზაობა მხარი დაეჭირა სტუდენტებისთვის ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში. ამასთანავე, საერთაშორისო ურთიერთობების ინგლისურენოვანი პროგრამა დამეხმარა ვყოფილიყავი კონკურენტუანრიანი ჩემს პროფესიულ საქმიანობაში, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთაც.

– გვიამბეთ ჩინეთში ყოფნის პერიოდთან დაკავშირებით – როგორ მოხვდით და როგორ დაახასიათებდით იქაურ გარემოს? რა დაგამახსოვრდათ ყველაზე მეტად?

2019 წელს იბსუში გამოცხადებულ კონკურსში მივიღე მონაწილეობა, რომელიც ორმხრივი თანამშრომლობის საფუძელზე არჩევდა სტუდენტებს გაცვლითი პროგრმისთვის. ჩინეთის მთავრობის სტიპენდიით ვსწავლობდი ბეიჯინგში ჩრდილო ჩინეთის ტექნოლოგიურ უნივერისტეტში. ჩემთვის იქ გატარებული დღეები ერთ-ერთი საუკეთესო მოგონებაა. ყოველთვის მაინტერესებდა აზიური კულტურა, ტრადიციები და ისტორია, თუმცა არასდროს მიფიქრია იქ სწავლასა და ცხოვრებაზე. ყველაზე მეტად, რამაც შთაბეჭდილება მოახდინა, ეს არის უზარმაზარი ეროვნული პარკები, ველოსიპედით მოსიარულე ხალხი, საცეკვაოდ ქალაქის ქუჩებში საღამოს გამოსული მოსახლეობა (მათი ყოველღიურობის ნაწილია). და, რა თქმა უნდა, ჩინეთის ორი  რეალობა: ერთი მხრივ, ბუდისტური კულტურა და აზიური ელემენტები, მეორე მხრივ, დასავლური განვითარების ტემპი, შენობები და, რაც მთავარია, ტექნოლოგიები… ყველგან ტექნოლოგიები.

– ამჟამად განათლებას ესტონეთში იღებთ. მოგვიყევით, რომელ უნივერსიტეტში სწავლობთ და რამ განაპირობა თქვენი ეს არჩევანი?

ამჟამად ვსწვალობ ესტონეთის დიპლომატიის სკოლაში. საქართველოს და ესტონეთს მსგავსი ისტორიული გამოცდილება გვაერთიანებს. მეორე მხრივ, ჩინეთში სწავლის შემდეგ ჩემი აკადემიური ინტერესები დაუკავშირდა ჩინეთის ურთიერთობას აღოსავლეთ და ცენტრალურ ევროპასთან. ბალტიის რეგიონს განსაკუთრებული მიდოგმა აქვს ამ მხრივ და ვიფიქრე, კარგი იქნებოდა თავად გავცნობოდი ქვეყნისა და რეგიონის სოციო-პოლიტიკურ მახასიათებლებს.

– რა იყო ის მნიშვნელოვანი განსხვავებები საქართველოსგან, როგორც ჩინეთში, ასევე ესტონეთში, რომლებიც აღმოაჩინეთ საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში?

ორივე ქვეყანა ძალიან უვლის და უფრთხილდება ყველაფერს, რაც გააჩნიათ. ჩვენ უამრავი ბუნებრივი რესურსი გვაქვს, მაგრამ მგონია, სათანადოდ არც ვუვლით და არც ვაძლევთ განვითარების საშუალებას. ორივე ქვეყანას თავისი ნიშა აქვს ნაპოვნი, რაშიც ხედავენ მომავალსა და შესაბამის განვითარებას.

განათლებას თუ შევადარებთ, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ საქათველოში მიღებული განათლება ძალიან დამხემარა თითეულ ქვეყანაში შესაბამისად გამომეხატა საკუთარი თავი და  ვყოფილიყავი კონკურენტუნარიანი მოცემულ გარემოში. ჩინეთში უფრო პრატიკული მიდგომა ჰქონდათ, ვსწავლობდი  ჩინეთის ვაჭრობის პრაქტიკულ მაგალითებსა და მათ გეგმებს ე.წ learning by doing მეთოდის გამოყენებით. ამასთანავე, მულტიკულტურულ გარემოში სწავლა თითქმის ყველა კონტინეტნის წარმომადგენელთან განსაკუთრებულ გარემოს ქმნიდა.

ესტონეთის დოპლომატიის სკოლაში ძირითადად წერითი, ანალიტიკური უნარების გამომუშავება ხდება, რაც ჩემს პროფესიაში მნიშვნელოვანია. ამასთანავე, ხშირად გვაქვს შეხვედრები სფეროსთვის ცნობილ, მაღალი რანგის საჯარო მოხელეებთან და გვეძლევა საშუალება, უშუალოდ გვქონდეს მსჯელობა ამჟამინდელ ან ყოფილ გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან. კოვიდის გამო წელს შეზღუდულია, თუმცა ეს სკოლა განსაკუთრეულია თემატური სასწავლიო ვიზიტებით.

ჩინეთში ხალხი ძალიან შრომისმოყვარეა. დილის 6 საათზე მეტროები უკვე სავსეა და ყველა სამუშაოდ ემზადება. ასევე, ოჯახური ერთიანობა იგრძნობა და სულ ცდილობენ შაბათ-კვირა მთელმა ოჯახმა ერთად გაატაროს დრო ბუნებაში (ბებია-ბაბუბის თაობების ჩათვლით). ესტონეთსა და ჩინეთის მსგავსებას თუ ვიტყვი ალბათ ტექნოლოგიები და სერვისების გაციფრულებისკენ სწრაფვა.

– გვიამბეთ თქვენს აგდილობრივ და საერთაშორისო მოხალისეობრივ გამოცდილებასთან დაკავშირებით. რომელი პროექტების მეშვეობით გაემგზავრეთ და რამდენი ხნით? რომელი იყო თქვენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი და საინტერესო?

ჩემი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოცდილება დაკავშირებულია ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს ერთ-ერთ პროექტთან “ახალგაზრდა ევროპელი ელჩები”, რომლის ფარგბელშიც ბევრი საინტერესო ინფორმაციული შეხვედრა მქონდა ახალგაზრდებთან.

უნივერისიტეტის პერიოდში პირველი საერთაშორისო გაცვლითი პროგრამა იყო გერმანიაში, როდესაც საქართველოში ერთ-ერი ორგანიზაციის” PROACTIVE GROUP GEORGIA”-ს საჯარო გამოსვლების კონკურსის გამარჯვებული გავხდი და 2 კვირით სრული დაფინანსებით გავემგზვარე. ყველაზე დასამახსორვებელი იყო ჩემი სასწავლო ვიზიტი პორტუგალიაში, სადაც ასევე კონკურისის მეშვეობით შემარჩიეს.

– რა არის თქვენი სამომავლო გეგმები კარიერული თვალსაზრისით? გარდა ამისა, გეგმავთ თუ არა კვლავ აქტიურად ჩართვას მოხალისეობრივ საქმიანობაში?

ამჟამად ვაპირებ საქართველოში დავბრუნდე და გავაგრძელო კვლევითი საქმიანობა და პროფესიული ზრდა. ამასთანავე, მინდა ვიმუშავო ესტონეთსა და საქართველოს შორის შესაძლო პროექტებზე. სამომავლოდ ძალიან მინდა რომელიმე საერთაშორისო ორგანზიაციაში მუშაობა და ვეცდები ამ მხრივ საჭირო გამოცდილებაც დავაგროვო საჯარო სივრცეში. რაც შეეხება მოხალისეობრივ საქმიანობს, ამჟამად ისევ ჩართული ვარ ევროკავშირის ერთ-ერთი პროექტის “EU4YOUTH” კურსდამთავრებულთა ქსელში, სადაც ფოკუს-ჯგუფებთან ვატარებ თემატურ ლექციებსა და ვორქშოფებს.

– რა რჩევებს მისცემდით იმ მოსწავლეებსა და სტუდენტებს, ვისაც სურვილი აქვთ, როგორც მოხალისეობრივი, ასევე სწავლის კუთხით, გასცდნენ საქართველოს საზღვრებს და მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება?

ვურჩევდი აუცილებლად იყვნენ აქტიურები, რაც გულისხმობს სკოლისა და უნივერისტეტის გარეთ სხვადასხვა თემატურ და პროფესიულ აქტივობებში მონაწილეობას. ეძებონ ის შესაძლებლობები, რაც მათ აინტერსებთ. იქიდან გამომდინარე, რომ ,,ნეთვორქინგი” ამ პერიოდში ძალიან საჭიროა უცილებლად ჩაერთნონ სხვადასხვა მოხალისეობრივ პროექტებში, მითუმეტეს რომ თანამედროვე არაფორმალური განათლების გარემო ამის შესაძლებლობას იძლევა. თუ ამაში ჩემი დახმარება დასჭირდებათ, მზად ვარ კონსულტაცია გავუწიო, ნებისმიერი შესაძლებლობების შესახებ. რაც მთავარია, ყოველთვის იზრუნონ თვითგანვითარებაზე და იბრძოლონ თავისი მიზნებისა და ოცნებებისთვის.

ავტორი: მარიამ ქობალია

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები