5 ყველაზე უცნაური ვიზუალის მქონე უნივერსიტეტი მსოფლიოში

საინტერესო ფაქტები

იმისათვის, რომ უნივერსიტეტი სტუდენტისთვის მოსაწყენ სივრცედ არ აღიქმებოდეს, სხვა ბევრ ფაქტორთან ერთად მნიშვნელოვანია, თუ როგორ გამოიყურება იგი. სწორედ ამიტომ, არსებობს უნივერსიტეტები, რომლებიც განსხვავდება ტრადიციული, ცოტათი მოსაწყენი დიზაინის მქონე შენობებისგან და განსხვებული ვიზუალით იწონებენ თავს.

1. ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სინგაპურში

სინგაპურში მდებარე ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ერთ-ერთ ყველაზე გამწვანებულ უნივერსიტეტად დასახელდა მსოფლიოში. მართალია შენობა საკმაოდ უცნაურია, თუმცა ვინაიდან გამწვანება დიდ როლს ასრულებს გარემოს გაჯანსაღებაში, უნივერსიტეტის სტუდენტებს ძალიან მოსწონთ ასეთ გარემოში სწავლა.

2. ვაგენინგენის უნივერსიტეტი ნიდერლანდებში

უნივერსიტეტის შიგნით 2 შიდა ბაღია მოწყობილი, რომელიც შენობაში ოპტიმალურ ტემპერატურას ინარჩუნებს, იმის მიუხედავად, როგორი ამინდია გარეთ. იგი, ასევე, გარშემორტყმულია 3 ულამაზესი ბაღით, რაც კიდევ უფრო აჯანსაღებს გარემოს.

3. ონტარიოს ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯი

2004 წელს აშენებული შენობა ხელოვნების კრიტიკოსებისთვისაც კი გასაოცარი აღმოჩნდა და იგი ტორონტოს 5 ყველაზე შტამბეჭდავ შენობების სიაში შეიყვანეს.

4. ემერსონის კოლეჯი ლოს-ანჯელესში

კოლეჯი ჰოლივუდის შუა გულში, ლოს-ანჯელესში მდებარეობს. გარდა იმისა, რომ იგი არაორდინალური ექსტერიერით გამოირჩევა, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ბევრი საინტერესო კურსი გაიარონ, ლექციების შემდეგ დაკავდნენ იოგით, მედიტაციით, ისარგებლონ ფიტნეს ცენტრით და სხვა მრავალი სერვისით.

5. ლა ტრობის მოლეკულური მეცნიერებების უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს ავსტრალიაში, მელბურნში

უნივერსიტეტის შენობა ყველა მნახველისთვის უცნაურია. მის ფანჯრებს ატომების ფორმა აქვთ მიცემული, რომლებიც თითქოს ქიმიურად უკავშირდებიან ერთმანეთს. შენობის ბოძები კი X და Y ქრომოსომებს მოგაგონებთ.

წყარო: eduadvisor.my

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები