12 ფილმი, რომლებსაც მძიმე სამუშაო კვირის ბოლოს უნდა უყუროთ

მხიარული ინფო

ფილმების მოყვარულთათვის კარგი ფილმის ყურება განტვირთვისთვის საუკეთესო “წამალია”. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ 12 ფილმს, რომლებსაც მძიმე სამუშაო კვირის შემდეგ უნდა უყუროთ.

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

“მონტე კარლო” – სამი ახალგაზრდა მეგობარი გოგონა დასასვენებლად პარიზში მიემგზავრება. ისინი მონაკოში აღმოჩნდებიან, რადგან ერთერთი მათგანი ბრიტანეთის შეცდომით ტახტის მემკვიდრე ჰგონიათ.

“ოუშენის 13 მეგობარი” – დენი ოუშენის თაღლითების გუნდი დაბრუნდა და პირადი ანგარიშსწორების გეგმის შემუშავებას იწყებს. როცა კაზინოს ულმობელი მეპატრონე უილი ბენკი რუბენ ტიშკოფს გადაეყრება, რაც მისი გულის შეტევით დამთავრდება, დენი ოუშენი დაიფიცებს, რომ თვითონ და მისი გუნდი შურს იძიებს და ყველაფერს უკან დაიბრუნებს. თუნდაც ამ საქმისთვის თავისი პირადი მტერის, ტერი ბენედიქტის დაქირავება დასჭირდეს.

“ძარცვა იტალიურად” – ვენეციაში წარმატებული ძარცვის შემდეგ, ჩარლი და მისი ჯგუფი ყოფილ თანამზრახველს ებრძვიან, რომელმაც მათი თანაგუნდელი მოკლა და შეეცადა ნაძარცვი ხელში ჩაეგდო.

“სიყვარულით პარიზიდან” – პარიზში ამერიკის საელჩოში მუშაობის დროს დაბალი რანგის აგენტს ჯეიმს რისის ამერიკელ მაღალი კლასის ოპერატიულ მუშაკ ჩარლი უოქსთან ერთად ტერორისტული გეგმის ჩაშლა უწევს.

“მელოტი ძიძა” – დისკრედიტებულ საზღვაო ფლოტის სამხედრო მოსამსახურეს შეინ ვულფს ახალი ფუნქცია აქვს: უნდა დაიცვას პლამერების ხუთი შვილი მათი ახალგარდაცვლილი მამის მტრებისგან. მათი მამა მთავრობაზე მომუშავე მეცნიერი იყო, რომლის საიდუმლო ექპერიმენტი დამალულია მისივე სახლში სადაც შვილები ცხოვრობენ.

“მეზობლებისთვის შესვლა აკრძალულია” – პატარა ამერიკულ ქალაქში შობის წინა დღეებში გამოცხადებულია სამხედრო მდგომარეობა: ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა გადაწყვიტა თავისი სახლი ილუმინაციით მოერთო, რის ნახვა კოსმოსიდანაც კი შეიძლებოედა. ეს არ მოეწონათ თანასოქლაქელებს და განსაკუთრებით მის უახლოეს მეზობელს.

“შენი, ჩემი და ჩვენი” – სანაპირო დაცვის დაქვრივებული ადმირალი შეხვდება თავისი ოცნების ქალს, რომელმაც ცოტა ხნის წინ ქმარი დაკარგა. ორ უკვე არც ისე ახალგაზრდა ადამიანს შეუყვარდებათ ერთმანეთი და დაქორწინებას გადაწყვეტენ. იმის მიუხედავადა, რომ კაცს რვა ბავშვი ჰყავს, ქალს კი ათი.

“ეროვნული საგანძური” – თანამედროვე განძის მაძიებლები, არქეოლოგ ბენ გეითსის თავკაცობით განძის სკივრს ეძებენ, რომელიც გადმოცემის მიხედვით ჯორჯ ვაშინგტონს, თომას ჯეფერსონსა და ბენჯამინ ფრანკლინს ჰქონდათ გადამალული დამოუკიდებლობისათვის ომის პერიოდში. განძის ადგილმდებარეობა დაშიფრულია კონსტიტუციასა და დამოუკიდებლობის დეკლარაციაში. გეითსი ჩქარობს თავის მტრებს ოქროს პოვნა დაასწროს.

“როგორ მოვიშოროთ თაყვნისმცემელი 10 დღეში” – ფილმის გმირი ნიძლავს დებს, რომ 10 დღეში ნებისმიერ ქალს თავს შეაყვარებს, მაგრამ მან არ იცის, რომ ქალი, რომელიც ნიძლავის შესასრულებლად ამოირჩია, ჟურნალისტია და სწორედ ახლა მუშაობს სტატიაზე “როგორ მოვიშოროთ თაყვანისმცემელი 10 დღეში”.

“სტაჟიორი” – სიუჟეტი მოგვითხრობს 70 წლის ბენ უიტეკერზე, რომელიც გადაწყვეტს, კვლავ დაუბრუნდეს სამუშაოს და გახდეს სტაჟიორი ჯულს ოსტინის კომპანიაში…

“შოპოჰოლიკი” – ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ჭკუას კარგავს შოპინგებსა და ძვირფას ტანსაცმელზე, ცხოვრობს მუდმივ ომში მისი საბანკო ანგარიშის ლიმიტს და დიდი ქალაქის ცდუნებას შორის. ამავე დროს ის პროფესიით საფინანსო გამომცემლობის ჟურნალისტია, რომელიც სხვებს აძლევს რჩევებს,თუ როგორ უნდა განკარგო საკუთარი კაპიტალი.

“სიყვარულით როზი” – როზი და ალექსი საუკეთესო მეგობრები იყვნენ ბავშვობიდან, ხოლო ახლა, სკოლის დამთავრების შემდეგ, ერთად აპირებენ სწავლის გაგრძელებას უნივერსიტეტში. ცხოვრება მათ გამოცდას უწყობს და ორივემ უნდა გადაწყვიტოს თუ რა არის მთავარი მათთვის.

წყარო: news.croconet.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები