“დაიცავით სოციალური დისტანცია”, – ასეთია წელს სანტას გზავნილი ლაპლანდიიდან.
„მსოფლიოში შექმნილი ამ ძალიან განსაკუთრებული მდგომარეობის გამო, ზოგი ბავშვი ცოტა ღელავს მოახლოებულ შობასთან დაკავშირებით. შემიძლია გითხრათ, რომ აქ, ლაპლანდიაში, ჩრდილოეთის პოლარულ წრეში, საშობაო სამზადისი ძალიან კარგად მიმდინარეობს. თუმცა, ჩვენ ყველა ძალიან კარგები უნდა ვიყოთ და უნდა დავიცვათ ჯანდაცვის სფეროში არსებული ყველა რეკომენდაცია, სოციალური დისტანციის წესები. ყველას შეგვიძლია ვიპოვოთ ახალი გზები, რომ გვქონდეს კონტაქტი ჩვენს მეგობრებთან, ნათესავებთან და საყვარელ ადამიანებთან. ასე რომ, იყავით კეთილები ერთმანეთის მიმართ. მალე შობა მოვა!“ – ამბობს სანტა ტრადიციულ მიმართვაში.
☼ დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
კორონავირუსის პანდემიის გამო, ლაპლანდიაში მდებარე სანტას სოფელში შეზღუდვები მოქმედებს. სანტას ვიზიტორებისგან ჯანჯაფილის ორცხობილის ფორმის მინა ჰყოფს.
წელიწადის ამ დროს, როვანიემიში, სანტას სოფელში ჩვეულებრივ განსაკუთრებული ხალხმრავლობაა ხოლმე. თუმცა, პანდემიის გამო, ვიზიტორების რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია.
წყარო: 1tv