უცხო ენის შესწავლა არც ისე რთულია თუ მის შესასწავლად სწორ სტრატეგიას აირჩევთ. სწავლის მიმართ მიდგომა ასეთია – შემოთავაზებული მეთოდებიდან სცადეთ ყველა და აღმოაჩინეთ თქვენთვის ყველაზე მარტივი, კომფორტული და ეფექტური. თუ არ დაგეზარებათ და ამ რჩევებს კომპლექსურად გამოიყენებთ შედეგიც არ დააყოვნებს.
☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼
1. ეცადეთ წაიკითხოთ ყველაფერი სასურველ ენაზე, რაც ხელში მოგხვდებათ – გაზეთი, რეკლამა, ჟურნალი, წიგნი, ბუკლეტი.
2. აქტიურად გამოიყენეთ ლექსიკონი და დღის განმავლობაში დააწესეთ სიტყვების ლიმიტი, რაც აუცილებლად უნდა ისწავლოთ.
3. ისაუბრეთ ბევრი რეალურ ადამიანებთან.
4. გამოიწერეთ პოდკასტები ან Youtube არხები (უცხო ენაზე).
5. თუ გაქვთ შესაძლებლობა იმოგზაურეთ საზღვარგარეთ, რათა მიიღოთ კარგი პრაქტიკა.
6. გამოიყენეთ თქვენი მეგობრები – რასაც ისინი სოციალურ ქსელში აზიარებენ, იქნება ეს შეფასებები, ბლოგები, ეცადეთ თარგმნოთ.
7. დასვით ბევრი კითხვა.
8. უყურე საყვარელ ფილმებს და მოუსმინე საყვარელ მომღერლებს უცხოურ ენაზე.
9. დაიწყეთ იმით, რაც ნამდვილად გჭირდებათ. დარწმუნდი შენს მთავარ მიზანში. რა გინდა რეალურად, რა შედეგზე გინდა გასვლა და მოტივაცია არ დაკარგო.
10. არასდროს თქვათ რომ ეს არ შეგიძლიათ – ეს თქვენს მოტივაციას კლავს.