ხელოვნება თუ მედიცინა – რატომ გავრცელდა ტაილანდელი ლექტორის ფოტოები ვირუსულად

მხიარული ინფო

ადამიანის ხატვა შეიძლება მარტივი მოგეჩვენოთ, მაგრამ მერწმუნეთ, ეს ხელოვნების სახეობაა, რომლის ათვისებასაც წლების განმავლობაში პრაქტიკა სჭირდება.  ეს ეხება არა მხოლოდ სხეულის ფორმებისა და პროპორციების დაცვას, არამედ კომპლექსური ჩონჩხისა და კუნთოვანი სისტემების დახატვას სრული სიზუსტით, ისე რომ ნახატი მრავალგანზომილებიანი იყოს და მოძრაობაში ჩანდეს.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

ერთმა ტაილანდელმა მხატვარმა, სახელად ვანარიტ კარინმა, რომელმაც დააარსა ანატომიის ხელოვნების აკადემია, ისე კარგად აითვისა ეს ანატომიური ხატვის უნარები, ახლა იგი ცოდნას გადასცემს მომავალ მხატვრებს.

“მე მიმიწვიეს ლექტორად ფიგურული მხატვრობის გაკვეთილებისთვის და მოვაწყვე სემინარები სხვადასხვა ორგანიზაციისა და კომპანიისთვის”, – ამბობს მხატვარი.

ვანარიტის ანატომიური ნახაზები ხსნის ადამიანის სხეულის რთულ ნაწილებს, მყესებიდან და იოგებიდან დაწყებული სახსრებით და კუნთოვანი ქსოვილით დამთავრებული. მოდით, გადავხედოთ მის დამაჯერებელ მასტერკლასებს, სადაც ხელოვნების გარდა, ფაქტობრივად, მედიცინასაც ასწავლის.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები