ალბათ, ერთხელ მაინც უფიქრია ყველას, რომ ისეთი ხელსაწყო ან ნივთი არსებობდეს, რომელიც კონკრეტულ სიტუაციაში ჩვენს, მართალია, არც ისე მნიშვნელოვან, მაგრამ მაინც არსებულ პრობლემას შეამსუბუქებდა, თუმცა რატომღაც კაცობრიობას მსგავსი საგნების გამოგონება დიდად არ ადარდებს.
აი, მეთი ბენედიტო კი ასე სულაც არ ფიქრობს და უკვე დიდი ხანია ისეთი ნივთების გამოგონებაზე მუშაობს, რომლებიც, მისივე თქმით, “არარსებული პრობლემების” მოგვარებაში დაგვეხმარება.
☼ დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
გაეცანით მის ახალ იდეებს და ვინ იცის, იქნებ ისე მოიხიბლოთ კიდეც, რომ მათი თქვენს ყოველდღიურობაში გამოჩენაც ინატროთ.
1. ჰოთ-დოგის დამჭერი – ვისაც ერთხელ მაინც უჭამია ჰოთ-დოგი, იცის, რომ არც ისე მოსახერხებელი პროცესია. ეს ნივთი კი როგორც ხელების დასვრას, ისე ჭამის უხერხულობას აგარიდებთ.
2. პირბადე-რუპორი – პანდემიის პირობებში პირბადის ტარება უმნიშვნელოვანესი რეკომენდაციაა, თუმცა ხშირად ამის გამო ერთმანეთთან კომუნიკაცია გვიჭირს. აი, პირბადე-რუპორის წყალობით კი ეს პრობლემა სულ მარტივად მოგვარდებოდა.
3. ერთი წვეთი ნაყინიც არ უნდა დაიკარგოს! – ვაფლში მოთავსებული ნაყინის ბურთულები ყველაზე გემრიელია, თუმცა ხშირად ყველაზე მალეც დნება ხოლმე. ეს მოწყობილობა კი დაგეხმარებათ, არც ხელები დაისვაროთ და თან ნაყინი ბოლო წვეთამდე ჩაიკოკლოზინოთ.
4. როგორ გავაჩუმოთ სარკე – არის დღეები, როცა სარკეში ჩახედვაც არ გვინდა, რადგან ვიცით, იქ რასაც დავინახავთ, სულაც არ გაგვიხარდება. ამ მინიფარდების საშუალებით შეგვეძლება, მაგალითად, მხოლოდ ჩვენი სახე დავინახოთ და სხეულის მომატებული კილოგრამები არ შევიმჩნიოთ.
5. საბანი მოუსვენრებისთვის – არც ისე ცოტა ადამიანია, რომელსაც ვერ გაურკვევია, ძილის დროს სცხელა თუ სცივა. აი, ეს საბანი კი ამ დილემას უპრობლემოდ გადაჭრის.
6. მაისური-პირბადე – წარმოიდგინეთ, აღმოჩნდეს, რომ გადაუდებელ სიტუაციაში პირბადე თან არ გაქვთ, სანაცვლოდ კი ასეთი მაისური გაცვიათ: ერთდროულად თავსაც გაუფრთხილდებით და ახალ მოდასაც დაამკვიდრებთ.
7. ჩარეცხე და თან დახურე – სიტყვებიც ზედმეტია.
8. ქოლგა ფეხსაცმლისათვის – წვიმაში ქოლგაც ვერ გვიცავს ფეხსაცმელების დასველებისგან და დროა, ჩვენი ფეხების ერთგული მეგობრებისთვის ინდივიდუალურ ქოლგებზე დავიწყოთ ფიქრი!
P.S. ავტორის შენიშვნა: მსგავსი ფეხსაცმელი არაფრისგან დაცვას არ იმსახურებს, უფრო პირიქით…
9. როგორ შევუთავსოთ ყავის დალევა და კომფორტულად ჯდომა – უბრალოდ ფეხი ფეხზე გადაიდე და დატკბი.
10. საშხაპის ფარდა-პირსახოცი
წყარო: on.ge