ვისაც სიმღერა უყვარს, ალბათ, ბევრჯერ უნატრია ინტერნეტში სასურველი სიმღერა წაღიღინებითაც ეპოვნა და აი, ეს უკვე შესაძლებელია – Google-ში სიმღერას წაღიღინებითაც მოძებნით.
☼ გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼
გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიამ ამ ფუნქციისთვის მექანიკური დასწავლის ტექნოლოგია გამოიყენა, რაც, იმას ნიშნავს, რომ სისტემა მომხმარებლისგან ისწავლის და ყოველი შემდგომი ძიების შედეგი უფრო მაღალი ხარისხისა და სიზუსტის იქნება. ახალი ფუნქცია, iOS-სა და ანდროიდზე, Google-ის აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი.
ამჟამად, ფუნქცია მხოლოდ ინგლისური ენის მხარდაჭერით სარგებლობს, ანდროიდზე კი ხელმისაწვდომი ენების რაოდენობა 20-ს შეადგენს. ამ ენების ჩამონათვალში ქართული ვერ მოხვდა, თუმცა კომპანია პროგრამაში სამომავლოდ უფრო მეტი ენის შეტანას გეგმას.