როგორი იქნებოდა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი” ფეისბუკის სამსახურში

მხიარული ინფო

თანამედროვე სამყაროში სოციალური ქსელის გარეშე ცხოვრება უკვე წარმოუდგენელია. განსაკუთრებით ფეისბუკისა და ინსტაგრამის მომხმარებლებისთვის. საინტერესოა როგორ მოიქცეოდა შოთა რუსთაველი ამ ეპოქაში, ოდნავ რომ წარმოვიდგინოთ შეგვიძლია დღევანდელ ფეისბუკ-აქტივობებს “ვეფხისტყაოსნიდან” ამონარიდები მივუსადაგოთ.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი” ფეისბუკის სამსახურში:

  1. ახალი ადამიანის დაფრენდების მოტივად: “ვინ მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია”.
  2. რეაქცია ინბოქსში მოწერილზე “გავიცნოდ ლამასო” – “რა უთქვამს, რა მოუჩმახავს, რა წიგნი მოუწერია”.
  3. როცა შლი ადამიანს, რომელსაც დაფრენდების დღიდან მოცემულ მომენტამდე არაფერი მოუწონებია და დაუკომენტარებია: “სჯობს უყოლობა კაცისა მომდურავისა ყოლასა”.
  4. პასუხი ყბადაღებულ და ისტერიკული ტონალობის კითხვაზე “როგორ ხაარ?” – “ღმერთსა შემვედრე, ნუთუ კვლა დამხსნას სოფლისა შრომასა, ცეცხლსა, წყალსა და მიწასა, ჰაერთა თანა ძრომასა”.
  5. როცა შეყვარებულთან ერთად ფიქსირდები ფოტოზე და არამკითხე მოამბე გიწერს “რამე გამომრჩაა?” – “ხამს, თავისსა ხვაშიადსა არვისთანა ამჟღავნებდეს, არ ბედითად „ჰაის“ ზმიდეს, მოყვარესა აყივნებდეს, არსით აჩნდეს მიჯნურობა, არასადა იფერებდეს”.
  6. ფაშისტურად, მიზოგინურად და ა.შ. ორიენტირებული ფრენდისათვის გამოწერის გაუქმებისას: “საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს, კარგისგან, მამაცისაგან”.
  7. როცა ადრესატი ინბოქსში მოწერილს დასინავს და ჯიბრით არ გპასუხობს: “თუ არ მომისმენ, ვერ ჰპოვებ, რაზომმცა ცრემლსა ჰმილდები, მოგხვდების მდურვა სოფლისა, მოჰკვდები, გა-ცა-სწბილდები!”
  8. როცა ასტროლოგის ლაივჩართვას მოუსმენ და აღმოაჩენ, რომ იუპიტერი შენს ნიშანში გადავიდა: “ჰე, მუშთარო, გეაჯები შენ, მართალსა ბრჭესა ღმრთულსა, მო და უყავ სამართალი, გაებრჭობის გული გულსა”.
  9. ყველას რომ ყველაფერს ულაიქებ: “უხვად გასცემდი, ზღვასაცა შესდის და გაედინების”.
  10. არავის რომ არაფერს ულაიქებ: “ოდეს ტურფა გაიაფდეს, აღარა ღირს არცა ჩირად”.
  11. როცა ვინმეს დაბლოკვას გადაწყვეტ დამსახურებულად: “კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელად”.
  12. ფრენდებს საქველმოქმედო აქციაში ჩართვას სთავაზობ: “რაცა თქვენთვის არ ვარგ იყოს საჭურჭლესა დასადებლად, მიეც ზოგი ხანაგათა, ზოგი ხიდთა ასაგებლად”.
  13. როცა ფეისბუკის გაუქმებას გადაწყვეტ და ფრენდებს უბოდიშებ: “აწ წასლვა იყო წამალი ჩემთა სახმილთა გზნებისა, სადა გინდ ვიყო, რა მგამა, ყოფამცა მქონდა ნებისა!”

ავტორი: მაგდა აბესაძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები