რამდენად უსაფრთხოა ბევრისთვის საყვარელი აპლიკაცია TikTok

მხიარული ინფო

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა, ჩვენი მოქალაქეების უკეთ ინფორმირების, ინტერნეტისა და ტექნოლოგიური სიახლეების ფონზე თითოეული ჩვენგანი სპერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, შეისწავლა TikTok-ის ამჟამინდელი ფუნქციები, აპლიკაციის კონფიდენციალურობის პოლიტიკა და სხვადასხვა ქვეყნის მონაცემთა დაცვის წამყვანი ორგანიზაციების რეკომენდაციები.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

აპლიკაციის სრული ფუნქციონალის გამოყენებისთვის აუცილებელია მომხმარებლის რეგისტრაცია. აპლიკაციაში რეგისტრაციისას მომხმარებელი გასცემს შემდეგი სახის პერსონალურ მონაცემებს: სახელი, დაბადების თარიღი (როცა ხდება ამ მონაცემის მითითება), ელექტრონული ფოსტის მისამართი ან/და ტელეფონის ნომერი.

რეგისტრაცია შესაძლებელია სხვადასხვა სოციალური ქსელის მეშვეობით. თუ მომხმარებელი აპლიკაციაში რეგისტრირება Facebook-ის, Twitter-ის, Instagram-ის ან მსგავსი პლატფორმის გამოყენებით, აპლიკაცია მომხმარებლის თანხმობით, დამატებით იღებს მითითებულ პლატფორმაზე მომხმარებლის პირად გვერდზე არსებული ინფორმაციის ნაწილს. ამასთან, აპლიკაცია აგროვებს ინფორმაციას მომხმარებლების ქცევის შესახებ. Google Play-ში დაფიქსირებული მონაცემებიდან გამომდინარე აპლიკაცია თქვენს მოწყობილობაში ჩაწერისა და მისი გამოყენების დროს მოითხოვს ქვემოთ ჩამოთვლილ მონაცემებსა და მოწყობილობის ფუნქციებზე წვდომას.

  • მოწყობლიობების და აპლიკაციის ისტორია (Device & app history)
  • მიკროფონი – აუდიო ჩაწერა
  • ტელეფონის მეხსიერება
  • მაიდენტიფიცირებელი მონაცემები
  • კამერა – ფოტო და ვიდეო გადაღება
  • Wi-Fi კავშირის შესახებ ინფორმაცია
  • კონტაქტები – კონტაქტების წაკითხვა

კონფიდენციალურობის პოლიტიკის თანახმად, აპლიკაციის მიერ მომხმარებელთან დაკავშირებით შეგროვებული მონაცემების შენახვა შესაძლოა განხორციელდეს სინგაპურში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში განთავსებულ სერვერებზე, ხოლო აღნიშნული მონაცემები ინახება იქამდე, სანამ მომხმარებელი იყენებს აპლიკაციას ან იქამდე სანამ კომპანიას აქვს ლეგიტიმური ბიზნეს ინტერესი.

მომხმარებლის შესახებ შეგროვებული მონაცემების გამოყენება შესაძლოა მოხდეს სხვადასხვა მიზნით. მაგალითად, აპლიკაციის ეფექტიანი ფუნქციონირების, მათ შორის, მისი გაუმჯობესების, განვითარების და პოპულარობის ხელშეწყობის, მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული სერვისის/რეკლამის შეთავაზების მიზნით. მონაცემთა გამოყენების მიზნების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, აპლიკაციის საშუალებით შეგროვებულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მესამე პირებსაც:

  • სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს, რომლებიც უზრუნველყოფენ აპლიკაციის გამართულ ფუნქციონირებას;
  • ანალიტიკური სერვისის მიმწოდებელ კომპანიებს, რომლებიც მათ შორის, აწარმოებენ მიზნობრივ რეკლამებს;
  • სარეკლამო კომპანიებს და სარეკლამო კომპანიათა ქსელებს, რომლებიც მათ შორის, აფასებენ აპლიკაციის რამდენმა მომხმარებელმა ნახა კონკრეტული რეკლამა, რა სახის აქტივობებს ახორციელებს მომხმარებელი აპლიკაციის ფარგლებში და სხვა ვებგვერდებზე (აღნიშნული შესაძლებელს ხდის მომხმარებლის ინტერესების იდენტიფიცირებას და შესაბამისი რეკლამის შეთავაზებას).

რა მიზნით ხდება მონაცემთა გამოყენება და რა ვადით ინახება ისინი? დაცულია თუ არა არასრულწლოვანთა უფლებები? როგორ აფასებენ აპლიკაციის უსაფრთხოებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში? – იხილეთ პასუხები მბულზე.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები