უკრაინაში ვეტერინარულმა კლინიკამ კატების ჩამხუტებელის ვაკანსია გამოაცხადა

მხიარული ინფო

უკრაინაში, ქალაქ ჩერკასში ვეტერინარულმა კლინიკამ „კატების ჩამხუტებელის“ ვაკანსია გამოაცხადა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ვეტკლინიკაში მუდმივად არის ათამდე ქუჩის კატა, რომელთაც ყურადღება არ ყოფნით.

  ☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼  

ვეტექიმების განცხადებით, როცა ადამიანი კატას ეფერება, ცხოველი სოციალიზირდება და ნაკლებად განიცდის სტრესს.

კლინიკაში ასევე განაცხადეს, რომ სიხარულით შეხვდებიან ნებისმიერ მსურველს, ვინც კატებისთვის დროს გამოყოფს. „კატების ჩამხიტებლის“ ვაკანსიის მთავარი კრიტერიუმებია ცხოველების სიყვარული და თავისუფალი დრო.

ასევე ვეტერინარებმა განაცხადეს, რომ კლინიკაში მყოფ ყველა კატას სჭირდება მუდმივი ოჯახი.

წყარო: imedinews.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები