Twitter-მა 2019 წელს ყველაზე განხილვადი თემები დაასახელა

მხიარული ინფო

Twitter-მა ბლოგში 2019 წელს სოციალურ ქსელში ყველაზე განხილვადი თემები დაასახელა. მათ შორის პირველ ადგილზეა „სამეფო კარის თამაშები“, მეორეა – „ხანძარი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში“, მესამე კი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადებები. სოციალურ ქსელში ყველაზე განხილვად 10 თემას შორის მოხვდა Brexit-ი, ტაიფუნი იაპონიაში, ხანძარი ამაზონის ტყეში, საპროტესტო გამოსვლები ჰონგ-კონგში, აქციები კლიმატის საკითხებზე ახალ ზელანდიაში, მეჩეთში მომხდარი ტერაქტი და აშშ-ში საპრეზიდენტო კანდიდატების წინასაარჩევნო დებატები.

 ☼  გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

Twitter-ში 2019 წელს ყველაზე ხშირად განიხილავდნენ ქათმის კვერცხის ფოტოს, რომელმაც იანვარში მოწონებების რაოდენობით მსოფლიო რეკორდი მოხსნა.

წყარო: imedinews.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები