ავტომობილებით გადატვირთული ქუჩების ფონზე, ტრანსპორტირებისთვის ყველაზე მარტივი და შედარებით სწრაფი საშუალება მეტროა. დღის მანძილზე ათასობით ადამიანი სარგებლობს მეტროთი, თუმცა ცოტამ თუ იცის აქ მოქცევისა და უსაფრთხოების წესები. შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი მეტროთი სარგებლობისას უსაფრთხო მგაზავრობისთვის აუცილებელ რამდენიმე წესს გვთავაზობს.
“აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ მეტროპოლიტენის სადგურზე ბაქანიდან გადავარდნის შემთხვევაში. გადავარდნის მიზეზი ბევრნაირი შეიძლება იყოს. მაგალითად, თუ ადამიანი ცუდად გახდა, ხალხის სიმრავლის გამო გადავარდა ან სულაც ვიღაცამ ჰკრა ხელი.
არ მიხვიდეთ ბაქანის ნაპირთან მატარებლის მოსვლამდე, არ გადაკვეთოთ უწყვეტი ხაზი!”
☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼
დაიმახსოვრეთ მთავარი: თუ გადავარდით ბაქანიდან, არავითარ შემთხვევაში არ ეცადოთ ამოსვლა იმავე ადგილზე!
მეტროს მატარებელს ამოძრავებს ელექტროენერგია, რომელსაც ის იღებს კონტაქტური რელსისგან – ბაქანის ქვეშ, ლიანდაგების გასწვრივ არსებული გრძელი რკინისგან. კონტაქტურ რელსში გადის 825 ვოლტის და 750 ამპერის დენი. მასთან შეხება იწვევს სიკვდილს. მასთან მიახლოვებაც კი სახიფათოა.
ამიტომაც, მატარებლის მოძრაობის მიმართულებით, გვირაბის დასაწყისში, საათის ქვეშ არის კიბე, რითაც შეიძლება უსაფრთხოდ ამოსვლა ბაქანზე.
თუ ჩავარდით:
1. გაიქეცით მატარებლის მოძრაობის მიმართულებით, გვირაბის დასაწყისში არსებული საათისკენ. ეს ადგილი უსაფრთხოა, მამატარებელი ჩერდება მანამდე, მემანქანე დაგინახავთ, ხოლო მეტროს თანამშრომელი და მორიგე პოლიციელი დაგეხმარებიან ამოსვლაში.
2. თუ არ შეგიძლიათ გადაადგილება, ან ვერ ასწრებთ, მატარებლის სიახლოვის გამო, დაწექით პირქვე, ლიანდაგებს შორის არსებულ არხში, თავით მატარებლისკენ. აუცილებლად მოიხსენით ზურგჩანთა და გაისწორეთ ტანსაცმელი. იწექით თავით მატარებლისკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჰაერის ნაკადი აგიწევთ ტანსაცმელს და მატარებელი გაგათრევთ წინ.
აქ წოლა სასიამოვნო არ არის, მატარებელი გამოსცემს საშინელ ხმას, ცვივა ნაპერწკლები და მოჰყვება ცხელი ჰაერის ნაკადი. მაგრამ ეს არხი გადაგარჩენთ სიკვდილს. არხი ისეა დაპროექტებული, რომ მასში მყოფ ადამიანს არ შეეხოს მატარებლის ნაწილები
3. თუ დაინახეთ რომ ადამიანი გადავარდა ბაქანიდან, აუცილებლად უთხარით მას, როგორ მოიქცეს. გააგებინეთ მორიგე პოლიცილეს და მეტროს ნებისმიერ თანამშრომელს, მათ იციან საგანგებო სიტუაციებში მოქმედების წესები
4. თუ გადავარდნილი ადამიანი მაინც ცდილობა ამოსვლას, არ გაუწოდოთ ხელი. კონტაქტურ რელსთან შეხებისას დენი იმასაც მოკლავს და თქვენც. დაუძახეთ, გაიქცეს საათისკენ ან ჩაწვეს არხში, გააგებინეთ მეტროს თანამშრომელს ან პოლიციელს.
5. თუ მატარებელი გაჩერდა გვირაბში და მემანქანე გთხოვთ ვაგონის დატოვებას, ჩადით მხოლოდ მარჯვენა მხრიდან, რადგან კონტაქტური რელსი განლაგებულია მოძრაობის მიმართულებით, მარცხენა მხარეს.