საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარულ კლინიკაში ერთ-ერთმა მოქალაქემ განსაკუთრებული პაციენტი მიიყვანა.
საყვარელ არსებას, რომელიც გადაადგილებას ვერ ახერხებდა, ექიმების გადაუდებელი დახმარება სჭირდებოდა, რადგან ქვედა კიდური ჰქონდა ტრავმირებული.
☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼
კლინიკაში, მალევე გამონახეს გამოსავალი და ზღარბს კიდურზე სპეციალურად მისთვის შექმნილი, პაწაწინა ფიქსატორი დაუმაგრეს.
“ზოგადად ბევრი მსგავსი ცხოველი მოჰყავთ ჩვენთან. ამ პატარა ზღარბს კი კიდური აქვს ტრავმირებული, რომელიც უკვე დაუფიქსირდა და ახლა ძალიან კარგად გრძნობს თავს”, —განაცხადა აგრარული კლინიკის თანამშრომელმა.
წყარო: on.ge