ტემპერატურის მატებასთან ერთად აქტუალური ხდება საკითხი თუ როგორ დავიცვათ თავი ზაფხულის ცხელ დღეებში გადახურებისაგან?
სპეციალისტები გვირჩევენ:
1. მოერიდეთ მზეს 11 საათიდან 16:00 საათამდე. ამ დროს მზე ყველაზე ძლიერი და მწველია. შესაბამისად, რისკი იმისა, რომ მივიღოთ მზის დამწვრობა ყველაზე მაღალია. გარეთ გასვლის დროს გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი და გაიკეთეთ მუქი ფერის სათვალე. თვალები ისევე სენსიტიურია მზის სხივებზე როგორც კანი. ამიტომ თვალის გარსის დაცვა ულტრაიისფერი სხივებისგან ძალიან მნიშვნელოვანია.
2. აუცილებელია ტანსაცმლის სწორი შერჩევა. სიცხეში რეკომენდებულია, მაქსიმალურად ნათელი და ჭრელი ფერებით შეიმოსოთ, არჩევანი შეაჩერეთ რაც შეიძლება ბუნებრივ ქსოვილზე.
☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼
3. მზის ზენიტში ყოფნის დროს, აუცილებელია ზაფხულის ქოლგის ან ქუდის გამოყენება.
4. დაუშვებელია დღის საათებში დამატებითი ფიზიკური აქტივობით დატვირთვა, ეს კიდევ უფრო გაამძაფრებს თქვენი სხეულის მდგომარეობას.
5. მიიღეთ რაც შეიძლება ბევრი წყალი და შეამცირეთ ალკოჰოლი. რეკომენდებულია, 24 საათის განმავლობაში 2 ლიტრი წყლის მიღება. ალკოჰოლიანი სასმელები კიდევ უფრო მგრძნობიარეს ხდის ორგანიზმს, ავიწროებს სისხლის მიმოქცევას და ჰაერის ტემპერატურის აღქმა უფრო მძაფრი ხდება.