თუ სმარტფონს ძალიან ხშირად იყენებთ, განსაკუთრებით ბნელ ოთახში, ალბათ თვალების დაღლილობის და წვის შეგრძნება თქვენთვის უცხო არ არის.
სმარტფონების შემქმნელები დიდი ხანია ცდილობენ მსგავსი დისკომფორტი თავიდან (და თვალიდან) აარიდონ საკუთარ მომხმარებელს.
მაგალითად iPad Pro და iPhone 8-იდან XS-ამდე მოდელებზე თქვენ შეგიძლიათ გაააქტიუროთ True Tone
☼ დაინტერესებული ხარ ფსიქოლოგიის შესწავლით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
True Tone – ეკრანი ფერის ტემპერატურას ადაპტირებას გარე განათების მიხედვით უკეთებს. ქუჩაში ფერები ბუნებრივი და ჩვეული იქნება, ხოლო ოთახის განათებაში გამოსახულება ჩვენი თვალისთვის უფრო თბილი და კომფორტული ხდება. True Tone-ის რეჟიმის დროს ელოექტრომაგნიტური გამოსხივება მინიმუმამდე ეცემა და მობილურის გამოყენებისას თვალები არ გვეღლება.
გასააქტიურებლად საჭიროა შემდეგი ნაბიჯები “Settings”>”Display & Brightness” და ბოლოს ჩართეთ “True Tone”.