17 წლის ფილიპინელმა სიარა გენმა გამოსაშვები საღამოსთვის კაბა თავისი ხელით შეიკერა. კაბის შესაკერად მან თითქმის 12 მეტრის სიგრძლის ქსოვილი გამოიყენა.
☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼
სიარას და მის დედას, კაბის შეკერვისთვის ერთი თვე დასჭირდათ. კაბაზე 80 ყვავილია, რომელიც სიარამ თავისი ხელით დახატა. რაც შეეხება ფერს, სიარას თქმით ის სლიზერინის გულშემატკივარია, ამიტომაც არჩევანი მწვანე ფერზეა შეაჩერა.
როგორც აღმოჩნდა, თინეიჯერმა გოგონამ კაბის შეკერვის დროს იუთუბის ტუტორიალებით იხელმძღვანელა, შედეგად კი მართლაც შთამბეჭდავი კაბა მიიღო, რომელიც ინტერნეტჰიტად იქცა. მის პოსტს ტვიტერზე 82 ათასზე მეტი გაზიარება აქვს.