10 დეტალი ფილმებიდან, რომლებიც არასდროს შეგიმჩნევიათ

მხიარული ინფო

მნიშვნელობა არ აქვს რამდენად დაკვირვებული ხართ, ხშირად ამა თუ იმ ფილმიდან ისეთი დეტალი შეიძლება გამოგრჩეთ, რომელზეც შემქმნელებმა ბევრი იმუშავეს და ალბათ, იმედიც ჰქონდათ რომ ვინმე შეამჩნევდა.

შესაძლოა, ეს დეტალები მალე ვერა, თუმცა ვიღაც ძალიან, ძალიან დაკვირვებულმა მაინც აღმოაჩინა და დღეს სწორედ ასეთ 10-ს წარმოგიდგენთ.

 ☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

1. A Quiet Place-ის არც ერთ მაღაზიაში არ არის ჩიფსები, რადგან ისინი ზედმეტად დიდ ხმას გამოსცემენ

2. Moana-ში, როდესაც მაუი ფრინველად გადაიქცევა, მის მარჯვენა ფრთაზე მაინც ჩანს მისი კაუჭი

3. The 40 Year Old Virgin-ში პოლ რუდის პერსონაჟს აცვია მაისური, რომელზეც პოლ რუდია გამოსახული

4. Kill Bill-ში უმა თურმანის პერსონაჟს აცვია ბოტასი, რომელსაც ძირზე Fuck U აწერია

5. Spider-Man: Homecoming-ში ემჯეი კითხულობს წიგნს, რომლის სიუჟეტიც ობოლი ბიჭის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც დეიდა და ბიძა ზრდის

6. We’re the Millers-ში ჯენიფერ ენისტონს ზუსტად ის ტანსაცმელი აცვია, რომელიც ერთ-ერთ ბუკლეტზე ჩანდა ფილმის დასაწყისში

7. Baby Driver-ში, როდესაც ბეიბი დებორას ხვდება, ეს შავი გული წითლით იცვლება

8. Bruce Almighty-ში, როდესაც მორგან ფრიმენი მიმტანის როლში ჩნდება, მისი სახელი Al Mighty არის

9. I Am Legend-ში ამ მანეკენის თავი მოძრაობს

10. The Pursuit of Happyness-ში უილ სმიტი რეალური პიროვნების კრის გარდნერის როლს ასრულებს. ამ კადრში, სმიტის უკან სწორედ გარდნერი ჩანს

წყარო: on.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები