ძველი ეგვიპტის ხსენებაზე რა ასოციაცია გიჩნდებათ – ალბათ, პირამიდები, მუმიები, ფარაონები და ა.შ. ასევე ვიცით ის, რომ ქაღალდი ეგვიპტელებმა გამოიგონეს. გარდა ამისა,კიდევ ბევრი რამ არსებობს, რაც სკოლის სახელმძღვანელოებში მოცემული არ იყო და რაც შესაძლოა დღემდე არ იცით. გთავაზობთ უცნობ ფაქტებს ძველი ეგვიპტის შესახებ, რომლებიც გაგაოცებთ.
☼ იცი ინგლისური? შეარჩიე საჭირო დონის კურსები edu.aris.ge-ზე ☼
ეგვიპტეში გავრცელებული იყო “საცდელი ქორწინება”. წყვილი იწყებდა ერთად ცხოვრებას ყოველგვარი დოკუმენტის/საბუთის გარეშე. მართალია ზოგიერთი განქორწინების შემდეგ ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას დებდა, თუმცა თუ ერთმანეთს ვერ შეეწყობოდენ უპრობლემოდ შეეძლოთ დაშორება.
ძველ ეგვიპტეში ჯუჯა ღვთაებისგან საჩუქრად ითვლებოდა, ამიტომ ჯუჯები სარგებლობდნენ მრავალი პრივილეგიით. ისინი მუშაობდნენ მაღალ თანამდებობებზე, იყვნენ პირადი თანაშემწეები და საიუველირო შემსრულებლები.
ეგვიპტეში არსებობდა დანაშაულის პრეზუმფცია. მიუხედავად იმისა, რომ აქ სასამართლო სისტემაც განვითარებული იყო, პირი დამნაშავედ ითვლებოდა მანამ სანამ მისი უდანაშაულობა არ დამტკიცდებოდა. სიმართლის დასადგენად კი ბრალდებულსა და მოწმეებს აწამებდნენ.
ბავშვები ტანსაცმელს არ ატარებდნენ, მანამ სანამ მოზარდები არ გახდებოდნენ.
პროქტოლოგი ყველაზე მოთხოვნადი ექიმი იყო ეგვიპტეში. მართალია, მათ მედიცინის სხვა სფეროებიც მაღალ დონეზე ჰქონდათ განვითარებული, მაგრამ შეძლებულებს გამომდინარე იმ მძიმე საკვებისა, რომელსაც საკმაო სიხშირით იღებდნენ, ხშირად ჰქონდათ კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები.
ფარაონებს რეალურად ჰქონდათ სიმსუქნის პრობლემა. მართალია, კედლის ნახატებში ისინი ათლეტურად გამოიყურებიან, მაგრამ მეცნიერებმა კვლევების შედეგად აღმოაჩინეს, რომ მდიდარი ფენის წარმომადგენლები მავნე ნივთიერებებს იღებდნენ ცხიმებისა და ალკოჰოლის სახით.
ეგვიპტელი ფარაონები მონებს გარდა სხვა დანიშნულებისა, მწერების მოსაგერიებლადაც იყენებდნენ. მათ სხეულზე თაფლს უსვამდნენ და ამით მწერებს იზიდავდნენ.
ეგვიპტელი ქალბატონები ტუჩსაცხის დასამზადებლად მწერებს იყენებდნენ.
რთული კლიმატური პირობების გამო ეგვიპტელები სხეულის მოვლისთვის არა ერთ საშუალებას მიმართავდნენ. ხშირად იბანდნენ თავს და იყენებდნენ სხვადასხვა “დეოდორანტებს”, ყვავილების, ციტრუსის, ფიჭვისა და დარიჩინის ექსტრაქტით.
ჰეროდოტეს თანახმად, ძველ ეგვიპტეში მამაკაცები ქალების ყურადღებას უხამსი ქმედებითა და შეძახილებით იზიდავდნენ. მსგავსი ქმედება არ იყო დასჯადი.