ვებგვერდზე HushHush გამოცხადებულია მოგზაურის ვაკანსია. კანდიდატს მოვალეობაში შედის მდიდრული მანქანებისა და გემების ტესტირება, კერძო კუნძულებზე გამგზავრება შევა და ა.შ. აღნიშნულს შესახებ News.com.au. წერს.
„ვეძებთ ადამიანს, რომელიც შეძლებს შეამოწმოს მდიდრული ნივთები და შეაფასოს მათი ხარისხი, ვიდრე მათ გასაყიდად გაიტანენ. მას მოუწევს ბევრი იმოგზაუროს კერძო კუნძულებისა და უძრავი ქონების შესამოწმებლად მსოფლიოს მასშტაბით“, – ნათქვამია განცხადებაში.
☼ გსურს შეისწავლო ტურიზმის მენეჯმენტი?გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
ვაკანსიის პირობების თანახმად, წარმატებული კანდიდატის წლიური ხელფასი 98 ათასი დოლარი იქნება.
HushHush-ი, რომელსაც სხვანაირად მილიონრების Amazon-საც უწოდებენ, 29 წლის ბრიტანელმა აარონ ჰარპინმა შექმნა.
აარონ ჰარპინი, რომელიც წარმოშვებით ბრიტანელია და ახლა მონაკოში ცხოვრობს, ამბობს, რომ ამ ვებ-გვერდის მთავრი მიზანია მილიონრებს შესვთავაზონ ყველაფერი, რაც საჭიროა მათთვის და ეს ვებ-გვერდი იყოს მთავარი მაღაზია, სადაც შეიძენენ მსოფლიოში საუკეთესო ნივთებს.