როგორ გავიუმჯობესოთ მახსოვრობა – “7 ნაბიჯი”

საინტერესო ფაქტები

ადამიანი თავს მართლა ბედნიერად გრძნობს, როდესაც მას ყველაფერი ახსოვს და ივიწყებს იმას, რაც მისთვის საჭირო არ არის.

როგორ განვივითაროთ მახსოვრობის უნარი?

ადამიანს მახსოვრობა ბევრ ინფორმაციას მოიცავს. მას ახსოვს გემო, სურნელი, ხმა, გამოსახულებები, ადამიანები და სხვადასხვა სიტუაცია. ადამიანის მეხსიერება შემდეგი პრინციპით მუშაობს: იღებს ინფორმაციას, იწერს და მეხსიერებიდან ინფორმაციას კითხულობს, ანუ იხსენებს. ამ სამი კომპონენტის კავშირი არის მეხსიერება და თუ რომელიმე ერთი კომპონენტი შესუსტდება, მეხსიერება მუშაობას წყვეტს.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

იმისთვის, რომ კონცენტრაცია, ყურადღების მოკრეფა და მახსოვრობა გაიუმჯობესოთ, შემდეგი ფაქტორები გაითვალისწინეთ:

კვება – ადამიანის ორგანიზმის კარგად მუშაობა კვებაზეა დამოკიდებული. მეხსიერების გასაუმჯობესებლად და შინაგანი პროცესების ნორმალიზებისთვის, ეფექტურად და შესაფერისად კვება მნიშვნელოვანია. მეხსიერების გასაუმჯობესებლად მიიღეთ მწარე შოკოლადი, მწვანე ჩაი, ლიმონი, კომბოსტო, მოცვი და ორაგული;

ძილი – ძილი ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია. ადამიანს სულ ცოტა 7 საათი უნდა ეძინოს. სცადეთ ერთი და იმავე დროს დაიძინოთ და გაიღვიძოთ;

ინტელექტი – გამუდმებით განივითარეთ ინტელექტი, ტვინს საშუალება არ მისცეთ „უმოძრაოდ“ იყოს. გააკეთეთ სხვადასხვა ლოგიკური და მათემატიკური ამოცანა, ისწავლეთ უცხო ენები და ამოხსენით გამოცანები;

წერა – მეხსიერების კარგი საშუალება წერაა. ჩაიწერეთ იდეები. მეხსიერებისთვის კარგია კითხვა, განსაკუთრებით კლასიკური ლიტერატურა, თვითგანვითარებაზე ორიენტირებული და ბიზნესის შესახებ წიგნები;

ოცნება – იოცნებეთ. წარმოიდგინეთ როგორი იქნება თქვენი ცხოვრება რამდენიმე წელიწადში, გაიხსენეთ როგორი იყო თქვენი ცხოვრება 5 წლის წინ. რა შეიცვალა და რა გსურთ, რომ მოხდეს;

ხატვა – მეხსიერებისთვის საუკეთესო გაკვეთილი ხატვის სწავლაა;

ხელსაქმე – გააკეთეთ ისეთი რამ , რაც სიამოვნებას მოგგვრით და თან მეხსიერებას გაუმჯობესებაში დაეხმარებით. ამისთვის საუკეთესოა ქსოვა, კერვა და ხეზე კვეთა.

წყარო: businesspost.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები