დაუსრულებლად შეგვიძლია ვილაპარაკოთ, თუ როგორ არ გვიყვარს ტყუილი და ადამიანები, რომლებიც ხშირად გვატყუებენ. თუმცა, იმას, რასაც სხვას ვერ ვპატიობთ, ზოგჯერ თავად ვაკეთებთ, თან ისე, რომ ამაში დიდ პრობლემასაც ვერ ვხედავთ.
☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
ეს ის 15 ტყუილია, რომლებსაც ჩვენს თავს ყველაზე ხშირად ვეუბნებით:
1. ერთ ჭიქას დავლევ და მორჩა
2. ერთ სერიასაც ჩავრთავ და მერე დავიძინებ
3. ძალიან მომწონს შეყვარებულის გარეშე ყოფნა, მეტი დრო მრჩება თვითგანვითარებისთვის
4. მე რომ მყავდეს ამდენი სტილისტი, ტრენერი და ასე შემდეგ, მეც ეგეთი მიმზიდველი ვიქნებოდი
5. ნებისმიერ დროს დავანებებ მოწევას თავს
6. დღეს ბევრი ვივარჯიშე და ამ ბურგერს, ფრის, კოკა-კოლასა და ტორტს ვიმსახურებ
7. ამ სასუსნავებს ოჯახისთვის ვყიდულობ
8. არ მჭირდება ექიმთან მისვლა, დღეს გაცილებით უკეთ ვარ
9. მომავალი კვირიდან უფრო მეტს ვიმუშავებ
10. 15 წუთიც და ავდგები
11. შემდეგ თვეში ხელფასს უკეთესად გადავანაწილებ
12. ორშაბათიდან ვარჯიშს ვიწყებ
13. ძალიანაც კარგი, რომ ტელეფონის ეკრანი გამიტყდა, ისედაც ახლის ყიდვას ვაპირებდი
14. სიბერის არ მეშინია
15. 2019 წელს ყველაფერი სხვანაირად იქნება
წყარო: on.ge