7 ჟესტი, რომელიც აუდიტორიას თქვენს მოსმენას აიძულებს

საინტერესო ფაქტები

უახლესი კვლევის თანახმად,  TED-ის ლექციების ყველაზე პოპულარული სპიკერები სიტყვით გამოსვლისას, საშუალოდ, ხელით 465 ჟესტს მაინც აკეთებენ. ნაკლებად პოპულარული ლექციების დროს მათი რაოდენობა 272-ს აღწევს. ბუნებრივია, თითოეულს  თავისი დატვირთვა აქვს – გამოცდილი გამომსვლელები მათ მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებენ, თუ ამით საკუთარი ნათქვამის გამაგრებას შეძლებენ.

☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼

არსებობს რამდენიმე ჟესტი, რომლითაც აუდიტორიას მათ მოსმენას აიძულებენ.

1. „დარწმუნებული ვარ“  – ანთროპოლოგმა, დევიდ გივენსმა აღმოაჩინა, რომ ეს ჟესტი გაბედულების დემონსტრირებას ახდენს. მისი გამოყენება კი უპრიანია მაშინ, როდესაც ზუსტად იცით, რაზეც მეტყველებთ.

2. „ღია ვარ“ – სხეულის ენის ავტორების, ბარბარა და ალან პიზების თქმით, ეს ჟესტი გულწრფელობასთან და პატიოსნებასთან ასოცირდება და ის მაშინ უნდა გამოიყენოთ, როდესაც გსურთ, რომ აუდიტორიასთან ბოლომდე გაიხსნათ.

3. „საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ“ – ერთმანეთისკენ მიმართული ხელისგულები ძალისა და ღრმა აზრობრივი პროცესების, მაგალითად, პრობლემების გადაწყვეტის დემონსტრირებას ახდენენ. ეს ჟესტი უნდა გამოიყენოთ მაშინ, როდესაც რომელიმე თემატიკის ცოდნის ჩვენებას აპირებთ.

4. „მაქვს გრანდიოზული იდეა“  –სხეულის ენის ექსპერტის, დოქტორ კეროლ კინს გომანის მტკიცებით, ეს ჟესტი გარკვეულ გრანდიოზულ ჩანაფიქრზე მიუთითებს და თქვენს ენთუზიაზმს გარშემომყოფებს გადასცემს. მისი გამოყენება კი რეკომენდირებულია მაშინ, როდესაც აუდიტორიისთვის რევოლუციური აზრის მიწოდებას აპირებთ.

5. „აი, ასეა საქმე“ – ამ ჟესტის გამოყენებით, შესაძლებელია, იდეას უფრო მკაფიო და ურყევი ფორმა მიეცეს. თქვენ, ფაქტობრივად, აუდიტორიას ფიზიკურ შეტყობინებას გადასცემთ. ჟესტის გამოყენება რეკომენდირებულია მაშინ, თუ თქვენ კონკრეტული აზრის ადრესატამდე მიტანა ან რაიმეს მიმართ კონკრეტული პოზიციის გამოხატვა გინდათ.

6. „გულწრფელად, სუფთა გულით“ – მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ეს ჟესტი ნდობას აღძრავს და გულწრფელობის დემონსტრირებას ახდენს. მისი გამოყენება კი რეკომენდირებულია მაშინ, როდესაც თქვენ მთელი გულით გწამთ იმის, რასაც ამბობთ და გსურთ ამის ჩვენება გარშემომყოფებისთვის.

7. „თითებზე დათვლა“  – ეს ჟესტი ეხმარება მსმენელებს, უკეთესად დაიმახსოვრონ პუნქტები, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ. უმჯობესია გამოიყენოთ მაშინ, როდესაც გსურთ, ყურადღება რამდენიმე მთავარი პუნქტზე გაამახვილოთ და არ გინდათ, აუდიტორია თქვენი აზრების თანმიმდევრობას ჩამორჩეს.

წყარო: businesspost.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები