ფეისბუკმა სოციალური ქსელის მომხმარებლები პირადი ანგარიშიდან ავტომატურად გამოაგდო. მათი უმრავლესობა გარკვეული დროით, სოციალურ ქსელში უკან დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა.
☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
ხარვეზის შესახებ შეტყობინებები საიტ Downdetector.com-ზეც აღინიშნა, რომლის მონაცემების მიხედვითაც, მომხმარებლებს პრობლემები ძირითადად ევროპის მასშტაბით ჰქონდათ.
რუკაზე საქართველო ყვითელი ფერითაა მონიშნული, რაც იმას ნიშნავს, რომ პრობლემები სოციალური ქსელის ქართველ მომხმარებლებსაც შეეხოთ.
Facebook-ის წარმომადგენლები ოფიციალურად არ განმარტავენ პრობლემის მიზეზს, უბრალოდ, მომხმარებლებს, უსაფრთხოების მიზნით, პაროლების განახლებისაკენ მოუწოდებენ.
სოციალური ქსელი შექმნილი გაუგებრობისათვის მომხმარებლებს ბოდიშს უხდის.
წყარო: 1tv