ისინი, ვისაც კითხვა ძალიან უყვარს, მუდმივად ახალი შთაბეჭდილებებისა და საინტერესო ამბების ძიებაში არიან. უამრავი კარგი წიგნი არსებობს, თუმცა არსებობს ისეთი წიგნებიც, რომლებიც პირველივე ფრაზიდან “ჩაგითრევთ”. გთავაზობთ 5 წიგნს, რომლებიც პირველივე ფრაზიდან გაგიტაცებთ.
☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
1 . „ხვალ, ბრძოლის დროს გამიხსენე“ (ხავიერ მარიასი) – თანამედროვე ესპანელი მწერლის ეს რომანი ინტელექტუალური პროზის შესანიშნავი მაგალითია. მას დამაინტრიგებელი შინაარსი აქვს: გათხოვილ ქალს სახლში მისთვის უცნობი მამაკაცი მოჰყავს, რომლის ხელშიც შემდგომ კვდება.
2. „ფორესტ გამპი“ (უინსტონ გრუმი) – 1994 წლის წარმატებული ეკრანიზაციის შემდეგ კეთილი და გულუბრყვილო ფორესტის ისტორია მილიონობით ადამიანს შეუყვარდა. თუმცა თუ გმირზე მეტის გაგება გსურთ, აუცილებლად გირჩევთ ამ ნაწარმოების წაკითხვას.
3. „უცხო“ (ალბერ კამიუ) – ეგზისტენციონალიზმის კლასიკაა, კამიუს შემოქმედებითი მანიფესტი. ნაწარმოები 30 წლის მერსის ცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომელსაც რამდენიმე უბედური შემთხვევის, მათ შორის დედის გარდაცვალების გადალახვა უწევს.
4. ,,ქოხი“ (უილიამ პოლ იანგი) – ამ თანამედროვე ბესტსელერის გამოქვეყნებაზე უარი 26-ჯერ თქვეს. ნაწარმოებში დარდისგან გაუბედურებული მამაკაცის ისტორიაა მოთხრობილი. მთავარი გმირი ღმერთისგან წერილს იღებს, რომელიც იმ ქოხში მისვლას ურჩევს, სადაც მისი ქალიშვილი მოკლეს. მამაკაცს წარმოდგენაც არ აქვს, თუ როგორ შეიცვლება მისი ცხოვრება ამ მოგზაურობის შემდეგ.
5. „სუნამო. ამბავი ერთი მკვლელისა“ (პატრიკ ზიუსკინდი) – ფსევდო ისტორიის პრინციპის წყალობით, მკითხველს ნამდვილად დარჩება შთაბეჭდილება, რომ დაუნდობელი და ამავე დროს ნიჭიერი პარფიუმერის, ჟან- ბატისტ გრენუის ისტორია სრული სიმართლეა.