თანამედროვე სამყაროში, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, მობილურის ფოტოგრაფია თვიდან თვემდე უფრო და უფრო აქტუალური, პოპულარული და შთამბეჭდავი ხდება. ტელეფონის კამერის მეშვეობით უკვე მოდის ჟურნალების გარეკანებს და მასშტაბურ ფოტოსესიებსაც იღებენ. წარმოგიდგენთ რჩევებს, თუ როგორ გადავიღოთ iPhone-ით ისე, რომ კონკურენცია ცნობილ ადამიანებსა და ფოტო-ბლოგერებს გავუწიოთ.
☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
ბევრი სინათლე
iPhone-ს სინათლე ძალიან უყვარს: რაც უფრო მეტია ის, მით უკეთესი. თუ ადამიანებს იღებთ, გაექეცით მზეს ზენიტში, ის ყველაზე მკაცრად მოგექცევათ, რადგანაც თვალებთან ულამაზო ჩრდილებს ქმნის. ამ დროს ადამიანს უჭირს ბუნებრივი იერი შეინარჩუნოს. საუკეთესო დროა მზის ჩასვლამდე 2-3 საათით ადრე.
კადრები მოძრაობაში
კამერის წინ ლამაზად ხტომა პირველივე ჯერზე არავის გამოსდის. მსგავს ფოტოს შესაძლოა მეათედ გადაღებაც არ ეყოს. გამოიყენეთ ფუნქცია Live Photo და აირჩიეთ ერთი იდეალური მომენტი. ეს კინოფირიდან კადრის ამოჭრას და მის გაფართოებას ჰგავს.
გამოიყენეთ მეორე კამერა
ძირითადად iPhone ფართო ობიექტივით იღებს, რაც საშუალებას გვაძლევს შთამბეჭდავი ვერტიკალური კადრები გადავიღოთ, მაგალითად ცა ან შენობა. ფეხების ვიზუალურად გაზრდას იმ შემთხვევაში შეძლებთ თუ ტელეფონს ქამრის სიმაღლეზე დაიკავებთ და ოდნავ თქვენკენ გადახრით. თუ მაღლიდან გადაიღებთ, ეფექტი რა თქმა უნდა, საპირისპირო იქნება. იმ შემთხვევაში, თუ თქვენს ტელეფონს ორმაგი ობიექტივი აქვს, ოპტიკური ზუმის მეშვეობით ექსპერიმენტებს მიმართეთ. მისი წყალობით ორიგინალურ რაკურსებს მიაგნებთ და კადრის პროპორციებს გაასწორებთ.
კომპოზიცია
რატომ ხდება, რომ ზოგიერთი კადრი თვალებს სიამოვნებს? ან სიუჟეტი, ან ფერი, ან კადრის კომპოზიცია, რომელთა მეშვეობითაც მთელ ისტორიას ჰყვებით. ინტერნეტის საძიებო სისტემაში იპოვნეთ „კომპოზიციის წესები“ და უკეთესი ფოტოების გადაღებას შეძლებთ. ისწავლეთ ისინი და შემდეგ დარღვევა დაიწყეთ.
HDR ან RAW
თუ მუქ ნივთს ღია ფერის ფონზე იღებთ ან პირიქით, iPhone შემოგთავაზებთ რეჟიმს HDR, რომლის მეშვეობითაც ფოტოზე ზედმეტად მუქ ელემენტებს გაექცევით. თუ დამუშავება გიტაცებთ და ხელსაწყოებით მუშაობა კომპიუტერში გიყვართ, ფასიანი პროგრამების მეშვეობით ტელეფონს RAW ფორმატში გადაიყვანთ და ფოტოების დამუშავებისას მეტ კონტროლს მოიპოვებთ.
სელფი
კამერა თვალების მაღლა, ყბას უარესს გამოაჩენს. სელფი, რომელსაც დაბლიდან იღებთ, მეორე ნიკაპს გაგიჩენთ. ექსპერიმენტები ჩაატარეთ სინათლით: გადაიღეთ კადრი ფანჯრიდან მომავალ პირდაპირ შუქზე, როცა თავად სახე ფანჯრისკენ გაქვთ მიმართული, შემდეგ ფანჯრის გასვწრივაც დადექით და გვერდითი სინათლე გამოიყენეთ. პირდაპირის შემთხვევაში სინათლე ყველაფერს ასწორებს, გვერდითის დროს კი კუნთებს და ნაკვთებს გამოკვეთავთ. ეცადეთ „ოქროს დროში“ გადაიღოთ – მზის ჩასვლამდე 30-40 წუთით ადრე. ის თქვენს თვალებში საუკეთესოდ აღიბეჭდება.
წყარო: okmagazine.ge