ინგლისური ენის გაუმჯობესების ერთ-ერთი საშუალება ინგლისურად წიგნების კითხვაა. დამეთანხმებით, სტანდარტული დავალებების კეთებას საინტერესო ისტორიების კითხვა და დამატებითი გამოცდილების მიღება ჯობია. გთავაზობთ 5 წიგნს, რომლებიც ინგლისური ენის შესწავლის პროცესს საინტერესოს და მარტივს გახდის.
☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
,,ყვავილები ელჯერნონისთვის“, დენიელ კიზი – ნაწარმოების მთავარი გმირი ჩარლი, რომელიც გონებრივად არის ჩამორჩენილი, თანხმდება ექსპერიმენტულ ოპერაციას ტვინზე. მისი ინტელექტი სწრაფად იწყებს ზრდას. მაგრამ საკითხავია გააბედნიერებს მას თუ არა ეს ცოდნა? საჭიროა მაღალი IQ-ს ქონა, რომ შედგე როგორც პიროვნება?
,,თამაში ჭვავის ყანაში“, ჯერომ სელინჯერი – ბავშვობა ეს-ეს არის დასრულდა და ზრდასრული ცხოვრების დრო დადგა, ის კი ბევრი ტყუილითა და თვალთმაქცობითაა სავსე. ჰოლდენი კეთილსინდისიერად უნდა მოიქცეს, წარმოაჩინოს საკუთარი თავი, წინ აღუდგეს ტყუილს, მაგრამ ეს ყოველივე თვით მას ავნებს.
,,სიამაყე და ცრურწმენა“, ჯეინ ოსტინი – ხელმოკლე, მაგრამ პატივსაცემი ოჯახის-ბენეტების მეზობლად მდიდარი და იდუმალი ბატონი დარსი სახლდება. მისგან რადიკალურად განსხვავდება ელიზაბეტ ბენეტი, რაც მათ ურთიერთობაზე აისახება. მიუხედავად ამისა, სიამაყისა და ცრურწმენის გადალახვის შემდეგ, ეს ორი პერსონაჟი ერთმანეთს უკეთ გაიცნობს და დაუახლოვდება.
,,ნარნიას ქრონიკები“, კლაივ ს. ლიუისი – ეს არის 7 წიგნისგან შემდგარი, ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოები, რომელშიც მოთხრობილია ბავშვების თავგადასავალი ჯადოსნურ ქვეყანაში. მისი სახელწოდებაა ნარნია, იქ ცხოველებს ლაპარაკი შეუძლიათ, ჯადოქრობა კი არავის უკვირს.
,,შიმშილის თამაშები“, სიუზენ კოლინზი – ახალგაზრდა ქალ-ვაჟი, რომლებსაც დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ იძულებულნი ხდებიან ერთმანეთის მტრები გახდნენ. კენჭისყრის საფუძველზე, მათ უწევთ საშინელ ,,შიმშილის თამაშებში“ მონაწილეობის მიღება, სადაც ცოცხალი მხოლოდ ერთი, ყველაზე ძლიერი მონაწილე გადარჩება. ეს არის კანონი, რომელიც არასდროს დარღვეულა, მაგრამ ნაწარმოების მთავარი გმირები არ აპირებენ დაემორჩილონ ამ მას.