გასაუბრება, ყველაზე საინტერესო და რთული პროცესია. რთულია, რადგან სტრესულია – გვინდა, რომ “კარგად მოვიქცეთ”, მოვეწონოთ და “სამსახურში აგვიყვანონ”. შეიძლება ითქვას, რომ ზოგჯერ ჩვენს არასწორ პასუხებს ეიჩარის მიერ დასმული უცნაური კითხვები განაპირობებს – ზოგჯერ ორაზროვანი, ზოგჯერ სულელური და ზოგჯერ გაუგებარი.
☼ გსურს ბუღალტერიის შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
გთავაზობთ გასაუბრებაზე დასმული უცნაურ კითხვებს:
– სად ხედავთ თქვენს თავს 10 წელში (ხვალ სად იქნები ის არ იცი და …)
– ჩამოთვალეთ თქვენი უარყოფითი თვისებები (რატომ აქვთ მოლოდინი, რომ ვინმე გასაუბრებაზე აღიარებს იმას, რომ მუდამ აგვიანებს, ზოგჯერ უპასუხოსმგებლოდ იქცევა და ა.შ.)
– რატომ მოგინდათ რომელიმე უცხო ენის შესწავლა?
– რამდენია თქვენთვის სასურველი ხელფასი ამ პოზიციაზე? (გათვლილზე ნაკლებს იტყვი – იაფ მუშახელად დაგიჭერენ, მეტს იტყვი და უარყოფილი იქნები – უნდა გამოიცნო) და ა.შ.
– როგორია შენი ოცნების სამსახური? (არადა, შესაძლოა, კატების მოვლაზე ოცნებობდეთ, რასაც საზღვარგარეთ კარგად ანაზღაურებენ)
– რა შეგიძლია შემოგვთავაზო ისეთი, რასაც სხვა ვერ შემოგვთავაზებს? (იდეა ფული ღირს)
– საიდან გაიგე ამ ვაკანსიის შესახებ?
გაიხსენეთ, თქვენთვის რა უკითხავთ ყველაზე უცნაური და სულელური?