20 გაკვეთილი, რომლებიც ცხოვრებისაგან 30 წლამდე უნდა მიიღოთ

საინტერესო ფაქტები

ცხოვრებაში არსებობს საკითხები, რომელთა სწავლაც, გარკვეულ ასაკამდე, აუცილებელია. რა ცოდნა და გამოცდილება უნდა მიიღოთ 30 წლამდე?!

 ☼ გსურს შეისწავლო მენეჯმენტი? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

ცხოვრება უკვე დაიწყო. არ არსებობს არც შესვენება და არც საცდელი ვერსია. თქვენს თითოეულ გადაწყვეტილებას რეალური შედეგები მოჰყვება.

„ონლაინ“ მეგობრები – ცრუ მეგობრები. სამწუხაროდ, ეს სიმართლეა. რეალურად, მათ არ ადარდებთ. დახმარება რომ დაგჭირდებათ, გვერდზე არც ერთი არ დაგიდგებათ.

თუ ვინმე შეგიყვარდებათ, განშორებისთვისაც მზად იყავით. ეს ძალიან რთული და მტკივნეულია, მაგრამ ასეთია რეალობა.

განათლება სწავლის დასრულებით არ მთავრდება. ცოდნა გადამწყვეტია. ამიტომ თუ გსურთ, ცხოვრებას არ ჩამორჩეთ, მუდმივად ეძებეთ სიახლეები, არასოდეს შეწყვიტოთ შემეცნება და სწავლა.

ოჯახის წევრები – ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები ცხოვრებაში. აი, ვინ არიან თქვენი ნამდვილი გულშემატკივრები. რეალურად მხოლოდ მათ ადარდებთ. ამიტომ, კარგად მოექეცით და დააფასეთ ისინი.

თქვენი სისუსტე, მინუსები და უარყოფითი თვისებები პრობლემა არ არის. უბრალოდ შეეგუეთ მათ. ნამდვილი პრობლემა ძლიერი მხარეებისა და დადებითი თვისებების არქონაა. ამიტომ, მუდმივად იმუშავეთ მათ განვითარებასა და გაუმჯობესებაზე.

რაღაც ღირებულის შექმნას წლები სჭირდება. ნუ ელით, რომ დასახულ მიზნებს ძალიან სწრაფად მიაღწევთ. შესაძლოა, იმაზე მეტი დრო დაგჭირდეთ, ვიდრე წარმოგედგინათ. ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ.

ზრდისა და განვითარების ყველა შესაძლებლობა თქვენი კომფორტის ზონის მიღმაა. ამიტომ, იპოვეთ საპირისპირო, დისკომფორტის ზონა და იქ გადადით.

არ ღირს დანგრეული ურთიერთობებისთვის ბრძოლა. დროს ნუ დაკარგავთ იმაში, რაც ვეღარ აღდგება. მათაც მიეცით წასვლის საშუალება და თქვენც განაგრძეთ გზა.

ცხოვრება, ზოგჯერ, ძალიან უსამართლოა. ამას ბევრჯერ შეეჩეხებით და მზად იყავით.

ბედი მათ უღიმის, ვინც ძალიან ბევრს შრომობს. ვინც ზის და რაღაცას ელოდება, იღბალი მათთან არასოდეს მიდის. რომ გაგიმართლოთ, აუცილებლად მიზანდასახული და მშრომელი უნდა იყოთ.

იდეალური მომენტი არ არსებობს. თუ რამის გაკეთება გსურთ, ახლავე დაიწყეთ. ნუ დაელოდებით უკეთეს მომენტს. ის არასოდეს დადგება.

ყველგან ვერ იქნებით და ყველაფერი ვერ გექნებათ. ისწავლეთ სწორი არჩევანის გაკეთება და პასუხისმგებლობა ისეთ რამეზე აიღეთ, რაც მართლაც მნიშვნელოვანია.

რეალურად დააფასეთ ადამიანები. მხოლოდ ვალდებულების და საჭიროების გამო დამყარებული ურთიერთობები არაფერში გჭირდებათ.

გამოცდილება და ემოციები საუკეთესო ინვესტიციაა. წარმატების ტრადიციული საზომი – მოდური მანქანები და მდიდრული სახლები – უკვე არარელევანტურია. ემოციები, მოგონებები, გამოცდილება, ცოდნა – აი, რა არის დღეს რეალურად მნიშვნელოვანი.

„მოგვიანებით“ იგივეა რაც „არასოდეს“. სხვა დროისთვის ნურაფერს გადადებთ. იცხოვრეთ ახლა.

წარმატება შეუპოვარ ბრძოლას ნიშნავს. არასოდეს დანებდეთ. თავი საკუთარ ოცნებებს მიუძღვენით. მათი მიღწევა რთულია, მაგრამ ბრძოლა ნამდვილად ღირს.

ძალიან მნიშვნელოვანია რეგულარული ვარჯიში. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობასა და სხეულზე. მუდმივად ივარჯიშეთ და ეცადეთ, ყოველთვის კარგ ფორმაში იყოთ.

მარცხი პრობლემა არ არის. მხოლოდ გამარჯვება დაითვალეთ. ნურასოდეს შეგეშინდებათ დამარცხების.

არასოდეს არავინ დაგეხმარებათ. ცხოვრებაში მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ.

წყარო: marketer.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები