როცა ტელეფონზე საუბარი არ გიყვარს – 10 ქცევა

მხიარული ინფო

ადამიანების ერთ ნაწილს ძალიან არ უყვარს ტელეფონზე საუბარი. ყოველი შემომავალი ზარი გულის შეტევის მინი ვერსიას იწვევს და თან, სულ ერთია, დედა რეკავს თუ ბანკი. ეს ადამიანები ვერასდროს მოიგებდნენ სატელევიზიო გათამაშებას. ხომ გინახავთ, წამყვანს რომ 500 000 ლარი აქვს გასათამაშებელი, ამოღებულ ნომერს რომ ვერ უკავშირდება და შემდეგ ადამიანზე გადადის? სავარაუდოდ, მეორე მხარეს მყოფი ადამიანი უბრალოდ იმდენ ხანს უყურებდა ეკრანს, სანამ უცხო ნომრიდან შემომავალი ზარი არ გაითიშა, მერე კი შვებით ამოისუნთქა.

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ზოგ ადამიანს ტელეფონზე საუბარი არ უყვარს, გაურკვევლობის შიშია. თუ ექსტროვერტები სიამოვნებით პასუხობენ ზარებს და მეტიც, თვითონაც არიან დარეკვის ინიციატორები, ინტროვერტები ყველა გზას მიმართავენ, რომ ზარი თავიდან აირიდონ.

ქვემოთ ჩამოთვლილი სიტუაციების მთელ საშინელებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გააცნობიერებთ, თუ თქვენც ვერ იტანთ ტელეფონზე ლაპარაკს.

 ☼ გსურს შეისწავლო საბანკო საქმე ბანკში სტაჟირებით? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼ 

1. როცა საჭმლის გამოძახებისას მისამართი დეტალურად გაწერე, მაგრამ კურიერი მაინც გირეკავს

 

2. მზად ხარ, ყველაფერი გააკეთო, ოღონდ სადმე დარეკვამ არ მოგიწიოს

 

3. როცა ტელეფონი რეკავს, სანამ ჩატში ხარ გართული და ელოდები, როდის გაითიშება

 

4. როცა შენს თავს ემოციურად ამზადებ სადმე დასარეკად და გულში იმეორებ, რა გაქვს სათქმელი

 

5. როცა ვიღაცის ზარს არ უპასუხე და ახლა საბაბი უნდა მოიფიქრო და მესიჯი მისწერო

 

6. და როცა ამ მესიჯის მერე მაინც გირეკავენ

 

7. როცა ფეისბუქზე ვინმე გწერს: ნომერი მომწერე, დაგირეკავ

 

8. როცა ნათესავი დაბადების დღეს გილოცავს და თავი უნდა მოაჩვენო, თითქოს გიხარია

 

9. როცა სხვა ადამიანთან მაინც გიწევს დარეკვა და ის არ იღებს

 

10. როცა თავს აიძულებ, ტელეფონს უპასუხო, რადგან “რა იცი, რა ხდება” და ამ დროს წიგნების შემოსათავაზებლად გირეკავენ

წყარო: on.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები