კანადელები ამ კვირაში რეკრეაციული კანაფის ლეგალიზაციისთვის ემზადებიან. კანადელი სტუდენტები კი შეისწავლიან კანაფის მოყვანის წესებს, ისინი ქვეყნის მასშტაბით პირველები იქნებიან, რომლებიც ამ სფეროში დიპლომებს აიღებენ. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
☼ გეგმავ ფარმაციის ან მედიცინის შესწავლას? გაეცანი სასწავლო პროგრამებზ EDU.ARIS.GE-ზე ☼
ონტარიოს ნიაგარის კოლეჯის სტუდენტები გარდა კანაფის კულტივაციისა, ბიზნესის მხარესაც შეისწავლიან – რა შრომასა და ხარჯებთანაა დაკავშირებული კანაფის მოყვანა და რა მოგებას ტოვებს ის.
Reuters-ის ცნობით, სტუდენტებს ეკრძალებათ სამუშაო პროცესში მიღებული კანაფის გამოყენება პირადი მიზნებისთვის და ყველა გამოყვანილი მცენარე კურსის ბოლოს ნადგურდება.
კანადაში მარიხუანა ლეგალიზებული 2018 წლის ივნისში გახდა. რამდენიმე დღის წინ კი გაირკვა, რომ კანადის ხელისუფლებამ თვითმფრინავის მგზავრებს კანაფის წაღების უფლება მისცა.