8 რჩევა – როგორ გავაუმჯობესოთ ტვინის მუშაობა

საინტერესო ფაქტები

ხშირად გავიწყდებათ რამე? ან გსურთ რომ ნასწავლი მასალა დაგამახსოვრდეთ და ცხოვრების ბოლომდე გაგყვეთ? წლების შემდეგ ჩვენი გონება ცვლილებებს განიცდის – იმას, რასაც ბავშვობაში მარტივად ვიმახსოვრებდით  მოგვიანებით ვერც კი ვიხსენებთ. სასოწარკვეთაში ჩავარდნის ნაცვლად, არსებობს რამდენიმე რეკომენდაცია, რომელთა გათვალისწინების შედეგად, ტვინის, განსაკუთრებით კი მეხსიერების ფუნქციონირება უმჯობესდება. აღნიშნულის შესახებ BBC-იმ სტატია მოამზადა.

 ☼  გსურს კომპიუტერული პროგრამების შესწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე! ☼  

არსებობს მთელი რიგი საშუალებებისა, რომელთა დახმარებითაც ადამიანებს ტვინი უფრო აქტიურად იწყებს მუშაობას. წარმოგიდგენთ რამდენიმე რეკომენდაციას:

1. ფიზიკური ვარჯიში, ამ დროს თავის ტვინის უჯრედები უფრო დიდი ხდება და მათ შორის ახალი კავშირები ვითარდება.

2. შეეცადეთ, რომ რამე სიარულის, ცეკვის ან ნებისმიერი სახის ფიზიკური მოქმედების დროს დაიმახსოვროთ.

3. ტვინი სწორი საკვებით “დამუხტეთ”, ანუ – ჯანსაღად იკვებეთ და მიირთვით განსაკუთრებით ის პროდუქტები, რომლებიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს.

4. მიეცით ტვინს ამოსუნთქვის საშუალება, სტრესი აუცილებელია გონებისთვის, რათა მობილიზებულები ვიყოთ, მაგრამ მნიშვნელოვანია ტვინის დასვენებაც.

5. საკუთარ თავს ახალი დავალებები მიეცით. იმისთვის, რომ ტვინის მუშაობა გააქტიურდეს, საკუთარ თავს ისეთი დავალებები მიეცით, რომლებიც აქამდე არასდროს შეგისრულებიათ/გაგიკეთებიათ.

6. ჩართეთ მუსიკა. მეცნიერულად არის დადასტურებული, რომ მუსიკა ტვინს განსაკუთრებულ სტიმულირებას უკეთებს.

7. გამოცდებისთვის მზადება ძილში დაიწყეთ. სწავლის ან რამე სიახლის დამახსოვრების დროს, ტვინში ინდივიდუალურ უჯრედებს შორის ნეიროკავშირები იქმნება, ძილის დროს კი ეს კავშირები უფრო ძლიერდება და ის, რაც დღისით ისწავლეთ, ძილში გამახსოვრდებათ.

8. ისწავლეთ სწორად გაღვიძება. როცა ადამიანს 5 საათზე ნაკლები სძინავს, მისი აზროვნების უნარი იმ დღეს შედარებით დაქვეითებულია, 10 საათზე მეტი ძილის შემდეგ კი თქვენ თავს ისე გრძნობთ, თითქოს დიდხნიანი ფრენის შემდეგ ტრაპზე ეშვებით. იდეალურ შემთხვევაში, უნდა დაიძინოთ ჩაბნელებულ ოთახში და გაიღვიძოთ ნელ-ნელა, დღის სინათლის მატებასთან ერთად.

სინათლე თვალის ქუთოთოებში შეღწევის შემდეგ ტვინზე ზემოქმედებს, ამ დროს უმჯობესდება ტვინის კონტროლი კორტიზოლის ჰორმონის გამომუშავებაზე. სწორედ გაღვიძების დროს კორტიზოლის ჰორმონების რაოდენობაზეა დამოკიდებული ის, თუ როგორ იფუნქციონირებს ტვინი მთელი დღის განმავლობაში.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები