პ.ს. აქვე, კაფეტერიაში პირველი, რაც უნდა გასინჯოთ არის არტურას მექსიკური. მარტივად მიაგნებთ, უბრალოდ იქ წადით, სადაც ბევრი ხალხი იქნება.
4. შეარჩიე ტუალეტი სწორად – ახლა რასაც წაიკითხავ, აუცილებლად დაიმახსოვრე: უნიში ორი სახის ტუალეტი არსებობს – მოკლევადიანი და გრძელვადიანი. მოკლევადიან ტუალეტში აკრძალულია დიდი ხნით გაჩერება, რადგან ამისთვის არსებობს გრძელვადიანი ტუალეტი, რომელიც შედარებით მოშორებითაა და მშვიდი გარემოთი გამოირჩევა. მშვიდი ტუალეტები უნდა ეძიოთ ოთხივე სართულზე, ჩრდილოეთით, კაფეტერიის მხარეს, მოკლევადიანები კი ყოველი სართულის ცენტრში.
5. If you get horny… – რაც უნდა მოხდეს არ აიღო პატარა ან საშუალო აუდიტორია! ფანჯრიდან ყველაფერი ჩანს. თუ ვერ თოკავ საკუთარ დრაივს აიღე დიდი აუდიტორია და გამოიყენე უკანა, უსკამებო ადგილი და კარის ჩაკეტვა არ დაგავიწყდეს 😉
პ.ს. ეცადე მორჩე მალე, თორემ შეიძლება დაცვამ გარედან გააღოს კარი.
6. ცოტა ლექტორებზეც – ერიდეთ ამირან წაქაძეს. რომ დაინახავთ გესაყვარლებათ, იფიქრებთ, ამან რა უნდა დაგვიშავოსო. იმას გიშავებთ, რომ არაფერს არ გიშავებთ, იმიტომ რომ ვერ ასწრებს. სამაგიეროდ შეგიძლიათ ჩაუმეგობრდეთ ზაზა გელაშვილს და დააფოლოვოთ ყველა სოციალურ ქსელში. დამიჯერეთ, არ ინანებთ.
ყველაზე სასარგებლო რჩევა, რაც შემიძლია მოგცეთ, არის ის, რომ არასოდეს ეკამათოთ მიშა მირაშვილს. მიშა მაშინაც კი მართალია, როდესაც იტყუება და მაშინაც იტყუება, როცა მართალია.
7. +31 – პირველკურსელობა და ,ზოგადად, სტუდენტობა რთულია. განსაკუთრებით საჭირველ არს გზაი იგი ფრიუნისაი, რომელიც 38-სა ზედა გადის. პირველ დღეებში ჩვენი ერთგული ავტობუსი შეიძლება ცარიელი იყოს და 38-ზე გაკეთებული ყველა მიმი ერთ დიდ ტყუილად მოგეჩვენოს, მაგრამ ეს მხოლოდ კონსპირაციაა. ერთ კვირაში აგრიუნიც დაიწყებს სწავლას და 38-ებიც მთელი სიმძლავრეებით ამუშავდებიან.
მარტივი რჩევა: არ დაგავიწყდეს ისუნთქო.
8. აგრუნის შესახებ – აგრუნელები ჩვენი თანამეკამპუსე ძმები არიან და ბევრ რამეში გვეხმარებიან, მაგალითად, მათ აქვთ მოსაწევი და აგრეთვე ტაქსები მხოლოდ სიტყვა “სასოფლოთი” ხვდებიან სად მიდიხარ. მიუხედავად ამისა, თუ გინდა ჭეშმარიტი ფრიუნელი იყო, სემესტრში ერთხელ მაინც უნდა გაიღადავო აგრუნელებზე.
9. And finally: life hazard – თუ გინდა უნივერსტეტი დაამთავრო და ზოგადად იცოცხლო, არასოდეს შეეხო მაქსელს რომელიც კოდავს (პროგრამას წერს). შეიძლება ისინი კეთილები, პატარები და საყვარლები ჩანან, მაგრამ კოდვა მათთვის წმინდა საქმეა, რიტუალია. უბრალოდ არ..
წყარო: imitom.ge